სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (04.02.2017)

    "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირდებით, პრეზიდენტმა საპარლამენტო ფრაქციები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ვიცე-სპიკერები მიიწვია, თუმცა შეხვედრაზე "ქართული ოცნების" წევები არ მივიდნენ.

    ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზოდენტის მიერ უმრავლესობის წევრების კონსულტაციებზე დაბარება, გარკვეულწილად, პიარის და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას ჰგავს.

    პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლოძის განმატრებით კი, პრეზიდენტს მათთვის ის მოტივირებული შენიშვნები უნდა გაეცნო, რომელიც "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს წარუდგინა.

    "სამწუხაროა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ამ განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო. მოვისმინეთ რა მათი კომენტარები, ცხადად შემიძლია გითხრათ - არა მარტო ვეტოს დედიბის შემდეგ, არამედ მანამდეც იყო, როგორც ჩვეულებრივი კომუნიკაცია უმრავლესობასთან, ასევე ოფიციალური წერილები", - განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.

    შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო.

    უნდა მისულიყვნენ თუ არა უმრავლესობის წევრები პრეზიდენტთან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "მიმაჩნია, რომ სწორად მოიქცნენ. პრეზიდენტს მათთან შეხვედრა ვეტოს დადებამდე უნდა გაემართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიწვევას ვეტოს დადების შემდეგ, არანაირი აზრი აღარ ჰქონდა."

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "რა თქმა უნდა, უნდა დასწრებოდნენ. გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად არის არჩეული, ამიტომ უნდა შეიგნოს საზოგადოებამ, რომ არ შეიძლება ყველაფრის აბუჩად ადგება. არ არის ნორმალური პრეზიდენტის ინსტიტუტის ჯიბრში ჩადგომა. მეტი პასუხიმგებლობით მიუდგენენ საქმეს, თავს სასცილოდ ნუ გაიხდიან".

     

     

     

     გია ბუღაძე  (მხატვარი): "რა თქმა უნდა, უნდა მისულიყვნენ, რათა მიღებულიყო გარკვეული შეთანხმებ. თუმცა, ასე რომ მოხდებოდა, წინასწარ ვიცოდით. ეს ყველაფერი კიდევ ერთი მაგალითია უმსგავსო პოლიტიკის და საქციელის, რომელსაც უმრავლესობა ჩადის."

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): "დაპირისპირება არსებობს ხელისუფლებას და პრეზიდენტის ინსტიტუტეს შორის. ალბათ, ეს იყო შეკრებაზე მათი არმისვლის მიზეზი. მაგრამ, რატომ არ უნდა დასწრებოდნენ, იქნებ რა წინადადება ჰქონდა?"

     

     

     

     გიგა ნასარიძე (ა.ო. "საქართველო არ იყიდება):  "აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ. თუმცა, ვიცით თითქმის ყველაფრისადმი ხელისუფლებას როგორი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აქვს. ამიტომ საერთოდ არ არის გასაკვირი შეხვდრის იგნორირება. მგონია ეს ყველაფერი კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (05.02.2017)
    ქ-ო თაკო! ბოლო დროს ძალიან მომწონხართ, ვინაიდან სახელმწიფოებრივად აზროვნებთ! ასევე ბოლო დროს მაოცებს ვარდოსანიძის ვაი განცხადებები, ამ გამორჩეული ისტორიკოსისაგან მიკვირს და გული მტკივა!

    ლი   (05.02.2017)
    ამ დაჩმორებულ უმრავლესობას ბიძომ ჯოხი აუქნია და როგორ მივიდოდნენ???? რამდენად სამარცხვინო და ქვეყნის დამანგრევლები არიან ეს გამოუჩეკავი ბარტყები! ვაი უბედურო საქართველო! ვის ხელში აღმოჩნდი!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter