სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    06.02.2017

    თბილისში, ხუდადოვის ქუჩის მიმდებარედ არსებული 2643 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს თბილისის საკრებულოს სხდომაზე კამათი მოჰყვა.

    საკითხი განსახილველად თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემის თხოვნით მათ საპატრიარქომ მიმართა.

    როგორც ლაფერაძე აცხადებს, თავის მხრივ საპატრიარქოს რამდენიმე ასეულმა ქალბატონმა მიმართა, რომლებსაც სურთ აბორტის მოსანანიებლად იქ ეკლესია აშენდეს. სხდომაზე საპატრიარქოსთვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ პროტესტი გამოხატა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ. მან სხდომაზე წარმოადგინა კვლევის შედეგები იმის შესახებ, თუ რამდენი მილიონი ლარის ქონება გადაეცა ბოლო პერიოდში გამგეობების მიერ მართლმადიდებელ ეკლესიას.

    სამნიძის თქმით, საქართველოს საპატრიარქოსთვის ქონების გადაცემა ხდება იმ ფონზე, როდესაც უამრავი სოციალური პრობლემაა როგორც სოფლებსა და რეგიონებში, ისე თბილისში. კერძოდ, ადამიანები საჭიროებენ კონკრეტული მიმართულებებით ფინანსურ დახმარებებს.

    სამნიძეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რიმა ბერაძე გამოეხმაურა. სხდომაზე დეპუტატების საუბარი კამათში გადაიზარდა.

    "პირადად ჩემთვის სასიხარულოა, თუ სახელმწიფომ ამდენი გააკეთა ეკლესიისთვის, რადგან ეკლესია ხალხს ემსახურება", - განაცხადა სხდომაზე რიმა ბერაძემ.

    აღნიშნულ საკითხს საბოლოოდ მხარი 25 დეპუტატმა დაუჭირა, 2-მა კი მის წინაარმდეგ მისცა ხმა.

    უნდა ეჩუქებინა თუ არა საკრებულოს საპატრიარქოსათვის მიწის ნაკვეთი ხუხადოვზე? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "აბსულუტურად ვიზიარებს იმ დეპუტატების აზრს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საპატრიარქოს ისედაც საკმაოდ დიდი ქონება აქვს სახლმწიფოსგან. დამატებით კიდევ მიწის ნაკვეთების გადაცემა არ მიმაჩნია სწორად."

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე  (არქიტექტორ-ურბანისტი): "თუ იქ იმის აშენებას აპირებენ, რაც ნიკოლოზ ხუდადოვს სურდა, ანუ მოსასვენებელი პარკის, მაშინ მე თანახმა ვარ. სხვა შემთხვევაში მეც ვიზირებ აზრს, რომ სახელმწიფოსგან მათ ისედაც საკმაოდ დიდი ქონება აქვთ."

     

     

     

     ანა რატიანი  (ჟურნალისტი): "გააჩნია იქ რის აშენებას აპირებენ. წესით, იქ მცხოვრებლებს თავისი ეკლესია ისედაც უნდა ჰქონდეთ. არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ მე საპატრიარქოს ან ეკლესიის წინააღმდეგი ვარ. უბრალოდ, ვფიქრობ, ჯობია ხალხს კითხონ რა უნდათ, რისი აშენება სურთ და ამის მიხედვით გადაწვიტონ. ეს იქ მაცხოვრებლების გადასაწვეტი უნდა იყოს და არა საკრებულოს დეპუტატების."

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): "ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. მე არ ვიცი საპატრიარქო რის გაკეთებას აპირებს იქ. იქნებ საავადმყოფოს აშენება სურს?! ჯერ გაირკვეს, რის აშენებას აპირებენ."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter