საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალი გენერალური დირექტორის გეგმით, მაუწყებლის ბადეში არსებული 102 გადაცემა შეჩერდება, საინფორმაციო გამოშვებების გარდა.
მისი თქმით, ბოლო წლებში მაუწყებელის 410 მილიონი ლარი უყაირათოდ დაიხარჯა და შედეგი არ არის. ამიტომ, სიტოაციის შასაცვლელად საჭიროა რადიკალური ნაბიჯები.
ეს გეგმა დასამტკიცებლად საზმაუს ბორდს დაგაეცა. ამან პოლიტიკურ და ჟურნალისტურ წრეებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ბევრი პოლიტიკურ ინტერესს ხედავს და ხელისუფლების მიერ მედიაზე წნეხის ჭრილში განიხილავს.
გენდირექტორის მრჩევლის, აი ანთიძის თქმით საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე პროცესებს კანონის ენაზე "მასობრივი დათხოვნა" ჰქვია.
გადაცემა "ვექროტის" წამყვანის ირაკლი ტაბილაშვილის ინფორმაციით, ვასილ მაღლაფერიძის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, არხიდან 500-დან 800-მდე ადამიანი განთავისუფლდება.
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვა ხელს შეუწყობს მის თვისობრივ გაუმჯობესებას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ სახეებს მიმართა.
მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი):ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამ ყველაფრის სანაცვლოდ რას გვთავაზობენ. მიმაჩნია, რომ ჯერ უნდა განიხილონ, ძველს რა ახალი გადაცემები ჩაანაცვლებეს. იქნება თუ არა უფრო საინტერესო და რეიტინგული. როდესაც არხი წარმოგვიდგენს ახალ გადაცემებს, შემდეგ შეიძლება შედარება - უკეთესია თუ უარესი.
გია ბუღაძე (მხატვარი): საზოგადოებრივი არხის გადაცემებეის დახურვა არ არის ნიშანი იმისა, რომ იგი გაუმჯობესდება. შესაძლოა არხი საერთოდ გაქრეს. ცხოვრებისეული გამოცდილება მასწავლის, რომ როდესაც რამის შეჩერება ხდება, საბოლოო ჯამში მთავრდება განადგურებით და მოსპობით.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე):არანაირად არ შეუწყობს ხელს, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ძალიან საინტერესო რამდენიმე გადაცემა. ხოლო რამდენიმე გადაცემას, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს არასაინტერესოდ, ძალიან დიდი შანსი აქვს გაუმჯობესების. რადკალური ფონით შეცვლა არასწორად მიმაჩნია. ტელევიზიას დიდი ხნის ისტორია აქვს და ისეთი სურათი იხატება, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დაიწყოს. შანსი უნდა ჰქონდეთ გააგრძელონ შემოქმედებითი ცხოვრება და ელემენტარული არსებობის საშვალება ჰქონდეთ.
ნანული სარაჯიშვილი (მსახიობი): გადაცემების დახურვა მის თვისობრივ გაუმჯობესებას ხელს არ შეუწყობს. თუ აქვს რაიმე ხარვეზები, უნდა მოხდეს მათი გამოსწორება. არ არის აუცილებელი ასეთი რადიკალური ცვლილება.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების დახურვა მის თვისობრივ გაუმჯობესებას არ ნიშნავს. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მედია სივრცის მონოპოლიზებას და სიტყვის თავისუფლების წართმევას.