სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (10.02.2017)

    საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და მენეჯერმა საზოგადოებას მათ მიერ შემუშავებული სამწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნეს, რომელსაც სამეურვეო საბჭოს და მოსახლეობას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარებისთვის სამსჯელოდ სთავაზობენ.

    გეგმა 2018 წლამდე "მოამბის" გარდა ყველა გადაცემის შეჩერებას გულისხმობს. ოპტიმიზაციის შედეგად კი იგეგმება არხის ტექნოლოგიური და მატერიალური განახლება, ასევე არქივის გაციფრულება.

    არხის გენერალური დირექტორის თქმით, სამოქმედო გეგმის მიზანია საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანა და მგდრადი განვითარების საფუძვლის შექმნა.

    ბორდის წევრებს და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს შორის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

    ბორდის წევრის სულხან სალაძის განცხადებით ,სამეურვეო საბჭოში წარდგენილი გეგმა მისთვის აბსოლიუტურად მიუღებელია და ამ ეტაპზე აღნიშნულ ხედვას მხარს არ დაუჭერს.

    "მისაღებად არ მიმაჩნია, 102 გადაცემიდან 101 დაიხუროს. არ აქვს მნიშვნელობა ეს რადიო იქნება, პირველი თუ მეორე არხი. ამიტომ მგონია, რომ კონსტრუქციული და ალტერნატიული წინადადებები უნდა იყოს წარდგენილი, მათ შორის მენეჯმენტის მხრიდან.

    უნდა დაამტკიცოს თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდმა ახალი მენეჯმენტის გეგმა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): "დეტალურად უნდა იყოს ყველა საკითხი შესწავლილი. პუნქტების განხილვის შემდგომ კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ."

     

     

     

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი): "მე რომ მკითხოთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დიდი ხანია აღარ არსებობს. ყველაზე დაბალი დონის არხი იყო, დედამიწის ზურგზე რაც კი არსებულა. არხს აღარავინ აღარ უყურებდა. დანგრეულ და გაუბედურებულ შენობაში რა უნდა მოეხერხებინათ? ძალიან დაბალი დონის გადაცემები ჰქონდათ და თუ შეჩერდება, ძალიან კარგი იქნება. ხალხი მეცოდება, რომელიც უმუშევარი რჩება."

     

     

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი):  "ვიცი არსებული პრობლემის შესახებ, თუმცა საკითხში არ ვარ იმდენად ჩახუდეული. ნუთუ ასეთი აუცილებელია ყველაფრის დახურვა?"

     

     

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი):  "უნდა დაამტკიცოს, თუმცა არსებობს ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც უამრავი ადამიანის უმუშევრად დარჩენას გულისხმობს. ოპტიმალური გამოსავალი უნდა მიიღონ, რომელიც მათ დასაქმებას უზრუნველყოფს.

    "შესაძლებელია, რეორგანიზიცაზია ჩატარდეს და ახალი გეგმა დამტკიცდეს, თუმცა ნაკლები დანაკარგის გარეშე. ქვეყანაში ისედაც მძიმე მდგომარეობაა, ამიტომ თანამშრომელთა ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული."

     

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  "ვერ გეტყვით. ეს საკითხი ალბათ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ არის შესაფასებელი. ერთი ადამიანის გადაწყვეტილება შესაძლებელია არასწორი იყოს, ამიტომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ისეთი გზა უნდა გამოიძებნოს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააგრძელოს ფუნქციონირება, საზოგადოებას ეს აუცილებლად ესაჭიროება. პარალელურად უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც დაეხმარება ახალი პრონციპების შემუშავებაში, რაც მაყურებელს მიიზიდავს. დაუშვებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც გამოიწვევს ყველაფრის შეჩერებას."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (12.02.2017)
    სიხარულიძეს! თავი დიდ ვაჟკაცად მოგაქვს, მაგრამ რა საცოდავი მონა ყოფილხარ, ეტყობა ჭორვილსკი შენც გაფინანსებს, ამიტომ ყველაფერს კადრულობ შე საწყალო არსებავ!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter