სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (11.02.2017)

    უმრავლესობამ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კონსულტაციების გამართვაზე უარი თქვა. ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

    ჩიხრაძის თქმით, პროექტში ბევრი პრობლემაა, ამიტომ კონსულტაციების გამართვა მნიშვნელოვანი იყო.

    "უარის მიზეზი არ ვიცი. არის ხოლმე პრეტენზია, თითქოსდა წინასწარ არ ვეუბნებით, რომ შენიშვნები გვაქვს. როდესაც ვიწყებთ წინასწარ ამ საუბარს, გვეუბნებიან, რომ თურმე არ არის საჭირო ეს კონსულტაციები და ინფორმაციის გაცვლა", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ

    ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, საჯარო მოხელის მიერ პოლიტიკური თაბამდებობების პირებთან შეხვედრის ორგანიზება არ არის სწორი და სწორედ ამიტომ უარი ეთქვა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით კონსულტაციას.

    "მე მათ უარი ვუთხარი, რადგან ისინი არიან საჯარო მოხელეები და ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, საჯარო მოხელის მიერ "დაორგანიზება" პოლიტიკური თანამდებობების პირებთან შეხვედრის, არ არის სწორი. ეს არღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს და ეწინააღმდეგება მოქმედ რეგულაციებს, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საკანონმდებლო რეგულაციებიდან და შესაბამისი კეთილშობილური მიზნები გავახმოვანოთ შესაბამისი ნორმების საფუძველზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    უნდა დათანხმებოდა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტთან კონსულტაციას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "უნდა დათანხმებოდნენ. ქვეყნის საერთო საქმეა, მითუმეტეს წამყვანი ძალაა და უნდა მიეღოთ მონაწილეობა. მისულიყვნენ კონსულტაციაზე და თავიანითი აზრი დაეფიქსირებინათ."

     

     

     

     ავთო სულაბერიძე (დემოგრაფი): "თუ ოფიციალურად იყვნენ მიწვეული, მაშინ აუცილებლად უნდა მისულიყვნენ, ხოლო თუ არაოფიციალურად - ალბათ არმისვლის უფლება ჰქონდათ."

     

     

     

     

     ირმა სოხაძე  (მომღერალი): "აუცილებლად უნდა მისულიყვენენ. რაც მეტი კომუნიკაცია, კონტაქტი და ურთიერთობა იქნება პრეზიდენტს, პარლამენტს და აღმასრულებელ შტოს შორის, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. თუ მათ არმისვლის მნიშვნელოვანი არგუმენტი აქვთ, მაშინ არ ვიცი. მაგრამ თუ ჯინაზე არ მივიდნენ, ეს ქვეყნის საქმეს არ წარადგება."

     

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "უნდა დათანხმებოდა კონსულტაციას, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბები ხდება, პირიქით, უნდა გაერთიანდნენ. "ნაციონალური მოძრაობა" ყველა საპროცესო მოვლენას თითქმის სათავეში ოფიციალურად ჩაუდგა. უნდა გაერთიანდნენ და ერთმანეთთან კოლეგიარობის მაღალი ხარისხი ქონდეთ."

     

     

     

     თაკო ჩარკვიანი  (პუბლიცისტი): "ადრეც იყო მსგავსი ჯიბრის შემთხვევა. უკვე აღარ მესმის ასეთი ჯიბრით სახელმწიფო საქმის კეთება. პრეზიდენტის ინსტიტუციის ასეთი რყევა სახელმწიფოსთვის არასახარბიელოა. სულ რომ არ მოსწონდეთ პრეზიდენტი, არ შეიძლება ამ ინსტიტუციის რყევა. უნდა დაესწრონ იმ შეხვედრას, რომელსაც პრეზიდენტი მართავს. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და უკვე ყველაფერი სასაცილო ხდება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter