სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    (13.02.2017)

    საკრებულოს ოპოზიცია იმ დოკუმენტის გაბათილებას მოითხოვს, რომლის საფუძველზეც "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმას მიწის ნაკვეთი გადაეცა.

    როგორც ოპოზიცია აცხადებს, საქმეში ახალი გარემოებები გამოვლინდა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზვიად ნაზღაიძისთვის, გადაცემული მიწის საბაზრო ღირებულება რამდენიმე მილიონი ლარია, მაშინ როდესაც მერიის მტკიცებით გადაცემული მიწის ღირებულება 500 ათას ლარს არ აღემატებოდა.

    ოპოზიციის წევრები საკრებულოს წევრების შეცდომაში შეყვანაზეც საუბრობენ და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

    "იმ მიწის რეალური ფასი, რომელიც ნაზღაიძეს გადასცეს გარდა საბანკო ვალდებულებებისა და გარდა პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვისა, მხოლოდ მიწის ნაკვეთი დაახლოებით 2,5 მილიონი, 3 მილიონამდე თანხის ღირებულებას წარმოადგენს. კორუფციული სქემით თანხის გადამისამართება ნაზღაიძის მიმართულებით, მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, აქ კითხვის ნიშნებიც აღარ ჩნდება, რომ ნაზღაიძე დაასაჩუქრეს იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მან "რუსთავი 2"-თან მიმართებაში მიიღო," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის- წევრი მარინა დათუკიშვილი.

    უნდა გააუქმოს თუ არა საკრებულომ მოსამართლე ნაზღაიძის ძმისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი):  "აღნიშული გადაწვეტილება საკრებულომ უნდა გააუქმოს, რადგან ეს არის კლასიკური, ნახევრად ლეგალიზებული კორუფციის ნიმუში, რასაც სააკაშვილის ხელისუფლება მისდევდა და სამწუხაროდ, იმავე გზას გაჰყვა დღევანდელი ხელისუფლებაც. მე არ მაქვს დიდი იმედი, რომ საკრებულო ამას გააკეთებს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც შერჩათ პოლიტიკური კეთილგონიერება, ამ დიდი სკანდალის მერე მაინც უნდა გააუქმონ."

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "რა თქმა უნდა, გასაუქმებელია. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელიც უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება ძალიან დიდი კითხვის ნიშნები იმ საქმესთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც უზეანეს სასამართლოში ახლა მიმდინარეობს."

     

     

     

     გოგი თორაძე (რეჟისორი):  "თუ მოსამართლე რაღაცის სანაცვლოდ იღებს გადაწვეტილებებს და არა სამართლიანობისთვის, რა თქმა უნდა, უნდა ჩამოერთვას. არა მხოლოდ მას ან მისი ოჯახის წევრს, არამედ ყველა მოსამართლეს, ვინც მსგავს რამეს აკეთებს."

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "როცა საქმე დაზარალებულების კომპენსაციას ეხება, ეს ერთი კონკრეტული ადამიანის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებით კი არ უნდა მოხდეს, არამედ პროცესიც უნდა წარიმართოს ძალიან გამჭვირვალედ და ვისაც საჭიროა, ყველას გადაეცეს. მაშინ საზოგადოებას კითხვები აღარ გაუჩნდება, ეს ნაზღაიძეა, ახვლედიანი თუ ვარდოსანიძე.

    "საერთოდ, თუ დაზარალებულია, სახელმწიფომ უნდა აუნაზღაუროს, მაგრამ იმ ათასობით ადამიანმა რა ქნას, ვინც ასევე დაზარალებულია?! ეს შერჩევითი სამართალია, რაც საზოგადოებას კიდევ უფრო აღიზიანებს."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter