სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (15.02.2017)

    "ვფიქრობ, ეს არის გაურკვევლობა, შოკში ვარ, მოულოდნელი იყო, ოჯახის წევრებს საუბარიც კი გვიჭირს ამაზე" - ამის შესახებ დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ, მალხაზ მამალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოჯახი ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. "ვინც გიორგის იცნობს, ამ ამბავს არავინ დაიჯერებს. ამ ეტაპზე იმდენად დაბნეულები ვართ, არანაირი განცხადების გაკეთების თავი არ გვაქვს, ვერც კი ვსაუბრობთ."

    დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი-გიორგი ფანცულაია პროკურატურას მიმართავს, რათა მას საქმის დეტალების გაუთქმელობის ვალდებულება მოეხსნას. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ის საქმეზე გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნას ითხოვს, მთავარი პროკურორის გუშინდელი ბრიფინგი და ის განცხადებებია, რომელიც ირაკლი შოთაძემ საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

    "გაუთქმელობის პირობაზე ხელი მოვაწრე პროკურატურაში და აქედან გამომდინარე ვერაფერ ვერ გეტყვით, ვერც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობაზე და ვერც იმ პირობებზე, რაც მამა გიორგი მამალაძეს შექმნილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში. მხოლოდ სამი რამის თქმა შემიძლია, რომ მამა გიორგი დაკავებულია, მე ვიცავ მის ინტერესებს და მაქვს ხელი მოწერილი გაუთქმელობის პირობებზე. უახლოეს დღეებში აუცილებლად მივმართავ პროკურატურას, რომ ეს ვალდებულება მომეხსნას, რათა შევძლო საქმის დეტალებზე საუბარი და იმ პოზიციაზეც, რაც დაცვის მხარეს გააჩნია," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

    შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე "მაღალი იერარქიის სასულიერო პირის" მკვლელობის მომზადების ბრალდებითაა დაკავებული. არსებობს ვარაუდი, რომ ეს მაღალი იერარქიის პირი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია.

    პატრიარქის სავარაუდო მოწამვლასთან დაკავშირებით, გჯერათ თუ არა პროკურატურის ვერსიის? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     გივი სიხარულიძე  (მწერალი და მსახიობი): სანამ ზუსტად არ გავიგებ, რა მოხდა პატრიარქის ირგვლივ, მანდამე დასკვნას ვერ გამოვიტან. ჭორების დონეზე პატრიარქზე ვერ ვისაუბრებ, რადგან დღეს ის არის ეროვნული გმირი, ადამიანი, რომელიც საქართველოს ღერძია. ამ ღერძის გარშემო ტრიალებს საქართველო და ეს ღერძი რომ შეირყეს, საქართველოს დიდი უბედურება არ ასცდება. ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვიზრუნოთ ჩვენს პატრიარქზე, რომ მას არაფერი არ შეემთხვეს. დაველოდები გამოძიების დასრულებას და თუ მართლები იქნებიან, მხარს დავუჭერ.

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტირ-ურბანისტი):  პროკურატურის ვერსიის არ მჯერა. ეს არ არის ის ჟანრი, რომელიშიც პროკურატურა უნდა მოქმედებდეს. სამწუხაროდ, პრემიერმაც დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. არსებობს ორი მომენტი, რომელიც მთავარი და გადამწყვეტია. პირველი - დეკანოზი ციხეში არ მოკლან, და მეორე - გაუცხადებლობის ხელმოწერა გააუქმონ. სასამართო თუ გადაწყვეტს, რომ დეკანოზი არის დამნაშავე, მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, და თუ იგი უდანაშაულო აღმოჩდება, ამ სცენარის ავტორები უნდა დაისაჯონ. საერთოდ უკეთესი იქნება, პატრიარქმა მიბაძოს რომი პაპის მაგალითს და ზნეობით სავსე ახალგაზრდა სასულიერო მოღვაწეს ასპარეზი დაუთმოს.

     ანა რატიანი  (ჟურნალისტი): თავს შევიკავებ დადებითი ან უარყოფითი პასუხისგან, რადგან უფრო მეტ ინფორმაციას ველოდები. აუცილებლად დაველოდები გამოძიების დასრულებას. ასეთი სიყვარულის მატარებელ ადამიანზე, როგორიც პატრიარქი გახლავთ, მსგავსი რამის გაფიქრება და სურვილი არა მგონია ერთი ადამიანის გადაწყვეტილება იყოს. წინასწარი დასკვნების გაკეთებას არავისგან არ მივესპლმები. ამ საკითზე არავის უნდა მიეცეს სპეკულაციის უფლება, სანამ ამბავი ბოლომდე არ გაირკვევა.

     

     თედო დონდუა  (ისტორიკოსი):  პროკურატურის ვერსია იყო, რომ დეკანოზს სურდა მაღალი იერარქიის პირის მოწამვლა. ყველა ამას ამბობს და მეც გეტყვით, დაველოდეთ გამოძიების დასრულებას. ერთადერთი, რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ საბოლოო ჯამში ძალიან ცუდი რამ ხდება ეკლესიაში.

     

     

     

     გია ბუღაძე  (მხატვარი):არავითარ შემთხვევაში მათ ვერსიას არ ვეთანხმები. ეს ყვალაფერი არის ჩვეულებივი პროვოკაცია. ეს არის კორუფციული გარიგების დაფარვის მცდელობა. აქ ჩანს მიჩქმალვის სურვილი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter