სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    16.02.2017

    პროკურატურას საპატრიარქოსთან დაკავშირებული პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც აცხადებენ, რომ საჭიროა, მაქსიმალურად გაიცეს ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელია, რათა საკითხის ინტერპრეტაცია და საზოგადოების მანიპულირება არ მოხდეს.

    პრეზიდენტის მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის ინფორმაციით, მარგველაშვილს ყოვედღიური ურთიერთობა აქვს გერმანიაში პატრიარქის თანმხლებ პირებთან. ამასთან მოუწოდებს ყველა დაინტერესბულ მხარეს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი "უპასუხისმგებლო განცხადებებისგან".

    "მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დიდი პასუხისმგებლობა ჩავდოთ თითოეულ ჩვენს სიტყვაში, ფრაზაში, კომენტარში, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვით. ამავე დროს მომეტებული ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურასაც, იმისათვის, რათა საზოგადოება დაცული იყოს მანიპულირებისაგან, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს ეს პროცესი, გასცეს ის ინფორმაცია, რომლის გაცემა შესაძლებელია, რომ ადგილი არ ჰქონდეს ინტერპრეტაციებს," - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

    "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებით უნდა გაასაჯაროვოს თუ არა პროკურატურამ ინფორმაცია? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანლეიძე (მუსიკოსი ):აუცილებელი არ არის, ხალხმა ყველაფრი გაიგოს. მოაგვარონ საკითხი ისე, როგორც წესი და რიგია. ხალხმა ყველაფერში ცხვირი რატომ უნდა ჩაყოს და რატომ უნდა გახდეს ეს საჭორაო თემა?! იცოდეს იმან, ვინც საჭიროა, არ არის აუცილებელი ამდენი გასაჯაროება.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი):  თუკი პროკურატურას საკმაო მტკიცებულებები გააჩნია დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით და ეს გამოძიებას ხელს არ შეუშლის, მაშინ უნდა გაასაჯაროოს. მაგრამ თუკი ძიების პროცესს ეს ყველაფერი ხელს შეუშლის, მაშინ ინფორმაციის გაცემა საჭირო არ არის.

     

     

     

     გია ანჩბაძე (ისტორიკოსი):  ასე ცალსახად არ შეიძლება თქმა. მაგრამ, რადგან საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, უნდა მოვთხოვოთ გასაჯაროება. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის ყველა დეტალის გახმოვანება, რაც გამოძიების ინტერესებს დააზიანებს. თუმცა საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, პროკურატურამ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას, თუმცა ისე, რომ არ დაზიანდეს გამოძიების ინტერესები.

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი):  ეს არ არის ორ ადამიანს შორის პირადი დავა, ეს არის საქმე, რომელიც ყველას ეხება. აბა, არ უნდა გავიგოთ ტყუილია თუ მართალი?! ვინ ვის რა შეუთხზა?! ყველგან რაღაც ხდება და ადამიანმა რომელსაც ერთადერთ იმედად ეკლესია აქვს და იქაც ასეთი უბედურობები ხდება, არ უნდა გაიგოს?!

    მე არ მაინტერებს ვინ არის ამაში დამნაშავე, თუმცა ცნობილი უნდა გახდეს, რა ხდება ეკლესიაში და რა ინტრიგები იხლართება. ეს ყველაფერი ბევრად ადრე უნდა გამოვლენილიყო, როცა ხალხში მოარული ჭორები გავრცელდა და მაშინ ბევრად უკეთესი იქნებოდა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (23.02.2017)
    კარგო ირმა, დღეს ძალიან მომონს თქვენი ლოგიკური გამონათქვამები, ეტყობა ქალიშვილისაგან ისიც შეიტყვეთ, თუ რა უსინდისობა ხდება საზოადოებრივ მაუწყებელში და ამანაც განსაზღვრა თქვენი ლეთარგიული ძილიდან გამოსვლა! გილოცავთ, ამით თქვენ დაიბრუნებთ იმ დიდ სიყვარულს თქვენი ბავშვობის პერიოდიდან რომ დაიწყო!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter