სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    25.02.2017

    "ციანიდის" ამბიდან 12 დღე გავიდა, თუმცა ეს თემა დღემდე აქტუალურია. ამ 12 დღის მანძილზე საქმეზე არც ისე ბევრი რამ გახდა ცნობილი, რადგან გამოძიება ბოლომდე არ არის დასრულებული. ბრალდებული დეკანოზი გიორი მამალაძე პროკურატურას ჯერ კიდევ არ დაუკითხვას.

    გუშინ მოხდა დეკანოზის დნმ-ს, ხმის და ხელმოწერების ნიმუშების აღება. გუშინვე უნდა დაკითხულიყო დეკანოზი, თუმცა დაკითხვა ვერ მოხერხდა. როგორც პროკურორი ამბობს, ნიმუშების აღების პროცედურამ დიდხანს გასტანა და არდაკითხვის მიზეზი ეს იყო.

    დეკანოზის ადვოკატი ფიქრობს, რომ გამოძიება დროს განზრახ წელავს და ამბობს, რომ დეკანოზი მზად იყო დაკითხვისთვის.

    გუშინვე პატრიარქის ყოფილმა მდივანმა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა თათანამდებობა დატოვა. დღის ბოლოს კი გავრცელდა ცნობა, რომ გადაყენებულია პატრიარქის დაცვის უფროს სოსო ოხანაშვილი და სამხახურიდან დათხოვნილია დაცვის 17 წევრი.

    ამას წინ უძღოდა ღია დაპირისპირება სოსო ოხანაშვილსა და დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს შორის. დეკანოზმა მას ნაძირალა უწოდა.

    "სოსო ოხანაშვილი რა ნაძირადაც არის, დიდი ხანია ვიცი. შეიძლება ის ცდილობს, რომ საზოგადოებას მოახვიოს აზრი, თითქოსდა ფიზიკურად გამისწორდა", - განაცხადა დეკანოზ მიქაელ ბოტკოველმა.

    როგორ აისახება "ციანიდის სკანდალი" ეკლესიის რეპუტაციაზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  "ძალიან უარყოფითად. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობაზეც აისახება. ბრძოლა მიდის ყველა მიმართუულებით, მათ შორის ეკონომიკური კუთხით. ალბათ რაღაც ძალები ეკლესიის შიგნით იბრძვიან. მგონია, რომ თუ შეძლებს უწმინდესი ამ საკითხის დალაგეას, ყველაფერი კარგად იქნება.

    "მღვდელმთავრების მიმართ ნდობა მოიკლებს. არ ვგულისხმობ რიგით მღვდელს, რომელსაც ხალხი ენდობა, ვგულისხმობ მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს."

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი): "რა თქმა უნდა ეკლესიისვით ძალიან ცუდი რამ იყო. ვფიქრობ, ეკლესიისთვის შეურაცმყოფელია. რაც მთავრია, ძალიან მწყის, რომ ასეთი დიდი ბოძი საქართველოსი პატრიარქი შეაწუხეს და შეარცხვინეს. ვინც მას არ დაუჯერებს, ის საკუთარ თავს უღალატებს და მე მას ქართველად ვერ ჩავთვლი."

     

     

     

     

     დოდო ხურცილილავა (ხელოვნებათმცოდნე):  "არ მგონია ძალიან არსებითად აისახოს. ცოტა შერყევა მოხდება. ადამიანები, რომლებიც ეკლესიას და რელიგიას ზედაპირულად უყურებენ, მათთვის რეპუტაციის შერყევა მოხდება, ხოლო ვისაც რწმენა გააჩნია, მათთვის - არა, რადგან ეკლესია არ არის მღვდელმთავრები. ეკლესია საქართველოსთვის არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამ."

     

     

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი): "ეს ამბავი და ეკლესიის რეპუტაცია ერთმანეთთან კავშირში არაა. მომხდარი და ეკლესიის რეპუტაცია სხვადასხვა თემაა. საქართველოში არიან ცუდი ადამიანები და უამრავი დანაშაული ხდება და ეს ქვეყნის რეპუტაციაზე არ აისახება. ძალიან სამწუხარო ამბავია, თუმცა ეკლესიის რეპუტაცია არ დაირღვევა.

     

     

     

     "გრიგოლ გეგელია (ისტორიკოსი):  "ძალიან ცუდად აისახება. ცნობილი გახდა ბევრი რამ - მაღალი იერარქიის წარმომადგენლების ერთმანეთისადმი გაკრიტიკება, ეკლესიში დაყოფა, მღვდელმთავრების ძვირადღირებული ბინები, მიწები და ა.შ. ბუნებრივია, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში ეკლესიის იმიჯის შეცვლაზე იმოქმედა.

    "რაც მოხდა, ეკლესიისთვის საზიანოა, მაგრამ არის მეორე მხარეც - შესაძლოა ეკლესიამ შეძლოს უფრო მეტად გაჯანსაღება, რადგან კრიზისი რაშიც იხატება, შესაძლებელია ეკლესიის მიერ კარგად იქნას გამოყენებული, თუ ამ კრიზისს შევხედავთ პოტენციურ შესაძლებლობად და არა უბრალოდ არაფრის მომცემ ქიშპად."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter