სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    (08.03.2017)

    პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირაკაშვილი მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც, მისი თქმით, ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედია უფლებადამცველები იქნებიან მიწევეულნი.

    "საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედია-ექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი," - განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.

    პრემიერის თქმით ამ ინსტიტუტმა ქვეყანაში მედიაგარემოზე დაკვირვება და მონიტორინგი მუდმივად უნდა აწარმოოს. ეს ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს უნდა შეეხოს.

    ეს ინიციატივა მედიამ და, ზოგადად, საზოგადოებამ არაერთგვაროვნად მიიღო.

    საჭიროა თუ არა მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

     დიმა ჯაიანი (მსახიობი): მედია გარემოს საკითხების მოსაწესრიგებლად აუცილებლად საჭიროა მედიაომბუდსმენის შემოღება. უნდა იყოს ისეთი ხალხი, რომელიც ნებისმიერ კითხვას პასუხს გასცემს. ყველაფერს განხილვა უნდა, რადგან არ შეიძლება ტელევიზიით ისეთი რამ მოხდეს, როდესაც გაბუნიამ ნარმანიას შეურაცხყოფა მიაყენა. მგონია, ომბუდსმენი რაღაცას დაალაგებს.

     

     

     ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი):  თუ საზოგადეოებრივი კონსესუსი იქნება და ყველა შევთანხმდებით, რომ ეს გააუმჯობესებს მდგომარეობას, ცუდი არ იქნება. თუ იქნება ისეთი დამოკიდებულება, რომ არ არის საჭირო, ბუნებრივია ასეც იქნება. შემოთავაზება საინტერესოა, რაც ნიშნავს იმას, რომ პრემიერი მზაობას აცხადებს, ამ სფეროში უფლებები იყოს დაცული და ეჭვები გაქარწყლდეს. არც შემოღებას და არც შემოუღებლობას დიდი ტრაგედიად ვერ განვიხილავ.

     

     ნუცა ჯანელიძე ხელოვნებათმცოდნე): იმისთვის, რომ მედია თავისუფალი იყოს, ეს თანამდებობა, ალბათ, შემოსაღებია. მაგრამ მგონია, რომ პიროვნების მოძებმა გაჭირდება. ვერ გეტყვით, რის მიხედვით უნდა შეირჩეს.

     

     

     

     თაკო ცარკვიანი (პუბლიცისტი): მედია-ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღება არ არის საჭირო. ეს ყველაფერი კომუნისტების "მთავლიტს" დაემსგავსება. ვისი არჩეული და დანიშნული იქნება მედია-ომბუდსმენი, როგორ გავაკონტროლოთ? 21-ე საუკუნეში მედიის გასაკონტროლებლად კიდევ რაცაღ ახალი ორგანიზმი შემოიღო, სასაცილოა. სისულელე მგონია და აბსოლუტურად არ ვემხრობი.

     

     

     ლაშა ჩხარტიშვილი ("დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი): მედია-ომბუდსმენი ივანიშვილისთვის და მისი მთავრობისთვის არის ლეღვის ფოთოლი. რადგან ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი მედია ორგანიზაცია დაიხურა, ძალინ ბევრს სერიოზული პრობლემა აქვს, აქედან გამომდინარე მედიაომბუდსმენი რეალურ ცვლილებებს ვერ მოახდენს, რადგან აქ პოლიტიკური, და არ სხვა რამის, ნების პრობლემაა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter