სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    28.03.2017

    დღეიდან საქართველოს მოსახლეობა ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებს - ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში მთელი რიგი ღონისძიებებიადაგეგმილი.

    პარლამენტის ევროპისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის-თამარ ხულორდავას თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან კონკრეტული შედეგი და დაფასება იმ რეფორმების, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში.

    "კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ყველა მოქალაქეს ამ მნიშვნელოვან წინსვლას და წარმატებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

    "ეს გადაწყვეტილება არის ძალიან კონკრეტული შედეგი და დაფასება იმ რეფორმების, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საქართველოში ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური ჩართულობით.

    "ეს არის დაფასება იმ ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების, რომელიც 2013 თებერვლიდან აქტიურად ხორციელდება მას შემდეგ, რაც საქართველოს გადმოეცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. ეს პროცესი მთელი ჩვენი მოქალაქეების თვალწინ მიმდინარეობდა.

    "ველოდით ამ დღეს, როცა შევძლებდით უკვე გვეთქვა, რომ დღეიდან საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტით შეუძლია მოგზაურობა ევროკავშირის სივრცეში.

    "თუმცა ეს დღე და ეს გადაწყვეტილება ისტორიულია არა მარტო იმიტომ, რომ ტექნიკურად მარტივდება ჩვენი მოქალაქეებისთვის ევროპაში მოგზაურობა და ევროპის ქვეყნების კარი იღება, ეს დღე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველო იბრუნებს თავის კუთვნილ ისტორიულ ადგილს ევროპულ თანამეგობრობაში", - განაცხადა ხულორდავამ.

    ვიზალიბერალიზაციის ფონზე, მოსალოდნელია თუ არა ევროპაში ქართველი ემიგრანტების რიცხვის გაზრდა? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გიორგი შენგელაია  (რეჟისორი): ქართველებს, რასაკვირველია, ამის სურვილი ექნებათ, მაგრამ ევროპაში სამუშაოდ დარჩენა ძალიან ძნელია, ვერ მოახერხებ, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია. ასე, რომ არა მგონია, ემიგრანტების რაოდენობა გაიზარდოს.

     

     

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი):  პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი პომპეზური ღონისძიება და არიქა, ევროპაში შესვლა შეგვიძლიაო, არ გვეკადრება. უფრო დარბაისლურად და წყნარად უნდა შევხვდეთ ამ ამბავს.

    მით უმეტეს, რამე დიდი ეკონომიური სარგებელი საქართველოს უვიზო მიმოსვლის შედეგად არ მიეცემა. ეს არის ტურისტთა წასვლის და ფულის დახარჯვის მახე ქართველებისთვის.

    იქ ხალხს არც სამსახურის დაწყება შეუძლია და არც რამე ბიზნეს საქმიანობის გაშლა. რაც შეეხება გაიზრდება თუ არა ამით ემიგრანტების რაოდენობა ევროპაში - ეს ნაკლებად მანაღვლებს.

    ჩემი დარდის საგანი ის არის, რომ თუ ქართველს სამშობლო უყვარს და თავისი ქვეყნის პატრიოტია, არ უნდა დაჰკრას ფეხი და არ უნდა გაიქცეს საზღვარგარეთ, მით უმეტეს ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ 3 თვე დარჩენას გულისხმობს და მერე ძალით გამოუშვებენ.

     გია ბუღაძე  (მხატვარი):  ევროპაში ემიგრანტების რიცხვის გაზრდას არ ველოდები, იმიტომ, რომ ეს არც ისე იოლი საქმეა. თავის დროზე პოლონეთსა და უნგრეთსაც გაუხსნეს სავიზო რეჟიმი და მსგავსი არაფერი მომხდარა.

    ეს არის ისტორიული შანსი. ამ ბოლო თვეებში თუ მართლაც რამე დადებითი მოხდა, ეს არის ვიზალიბერალიზაცია.

     

     

     

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორი):  რა დასამალია, რომ ეკონომიური პირობები ქვეყანაში ისეთია, აქედან წასვლას ცდილობენ.

    მართალია, ჩვენი ხელისუფლება ამბობს, რომ მათ ამის საშუალება არ ექნებათ, იქ დარჩენას ვერ შეძლებენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ გაიზრდება ევროპაში ემიგრანტების რაოდენობა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ჩაგიჯვით   (27.03.2017)
    ჩაგიჯვით სარედაქიო პოლიტიკაში და რესპონდენტებშიც. გიორგი შენგელაიას და რეზო მიშველაძის გარდა ვერავინ ნახეთ? რუსეთის რომელიმე რაიონული კაგებეს ფილიალის თანამშრომელიც აჯობებდა ამათ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter