სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    03.04.2017

    შაბათს სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა, სადაც 2016 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზეა საუბარი. ანგარიშში გარკვეული პროგრესია აღნიშნული, თუმცა ზოგადად ის საკმაოდ კრიტიკულია. ამასთან დაკავშირებით მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მოსაზრება, პრინციპში, მისი მოსაზრებაა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები თვლიან, რომ როგორც მედიის მიმართულებით, ასევე, პირადი თავისუფლების, ადამინის უფლებების ყველა პუნქტში მისი გაუმჯობესებაა ბოლო წლების განმავლობაში."

    ზოგადად, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია თუ გაუარესებული? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): გაუარესებული არ არის. მაგრამ ადამიანის უფლებების დაცვა მჭიდროდაა დაკავშირებული არა მარტო პოლიტიკურ სისტემასთან, არამედ ეკონომიკურ მდგომარეობასთანაც. ბევრს ვამბობთ, რომ ეს უფლებები არ არსებობს. ადამიანის უფლებების უპირველგესი დაცვა არის ის, რომ მას ჰქონდეს არსებობის, შრომის, თავის გატანის საშუალება. სანამ ეს არ იქნება, მანამდე ქვეყანაში ადამიანის უფლებები რომ ბოლომდე დაცულია, ამაზე საუბარი ზედმეტია.

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ვისაც ვიცნობ და რასაც ვხედავ, შემიძლია ვთქვა, რომ გაუმჯობესდა. ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, ვერც შეძლებს. ქართველებს გვაქვს ასეთი გამოთქმა: "თუ არ გინდა, რომ დაინახო ქვა, ვერ დაინახავ." ვიღაცას სურს, რომ სიტუაცია არიოს და დაძაბოს, პირველ პლანზე წამოაყენოს მისი პოლიტიკური ინტერესები, სამშობლო, უკაცრავად და, ფეხებზე ჰკიდია. ისინი, ვინც მუდმივად საუბრობენ, რომ მდგომარეობა გაუარესდა, ერთ დროს "ქართული ოცნების" მომხრეები იყვნენ, როგორც ჩანს, ელოდნენ მაღალ თანამდებობებს და ვერ მიიღეს. ამ ყველაფრით კი მათ სამაგიეროს უხდიან. ხალხი ყველაფერს ხედავს.

     

     თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): ვერც გაუმჯობესებას და ვერც გაუარესებას ვერ ვხედავ. როდესაც ქვეყანაში შერჩევითი სამართლის პრეცედენტებია, იქ უფლების დაცვის გაუმჯობესებაზე საუბარი ზედმეტია. თუკი შერჩევითი სამართალია, მაშასადამე, იმ ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვა ვერ არის სიმაღლეზე. ას არაერთ მაგალითზე თვალნათლივ ჩანს. ახლა ძალიან დიდი ამბავია რჩეულიშვილებთან დაკავშირებით. ყველა ვთანხმდებით, რომ კანონი უზენაესი უნდა იყოს! მაგრამ თუკი კანონის დამრღვევი 25 წლის განმავლობაში თავად ხელისუფლებაა, მაშინ ის კანონის თამამად დაცვას მოქალაქეებს ვეღარ მოსთხოვს. შერჩევითი სამართალი არ შეიძლება. სახელმწიფო არ შეიძლება იდგეს პილატეს პოზიციაზე, ეს დამღუპველია. ამ ქვეყანაში ადამიანის უფლების დაცვის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია.

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე):  ბოლომდე გაუმჯობესებული არ არის, 70%-30%-ზე. რაღაც შეცდომები არის, შეუმცდარი არავინ არაა.

     

     

     

     

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი): ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დაუცველია ადამიანი. ძაღლი, კატა და თაგვი უფრო დაცულია, ვიდრე ადამიანი. არც ერთი მთავრობის დროს, შევარდნაძიდან მოყოლებული, სააკაშვილის და ივანიშვილის ჩათვლით, ადამიანის უფლელები დაცული არ ყოფილა. შემდეგი მთავრობაც რომ მოვა, ასე იქნება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter