სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    04.04.2017

    თბილისის მერია გარემოვაჭრეებისგან ქალაქის ცენტრალური უბნების გაწმენდას იწყებს. რამდენიმე ადგილიდან ისინი უკვე აყარეს. ერთი მხრივ, ამის შედეგად ბევრი ასეთი ადგილის იერსახე გაუმჯობესდება, თუმცა, მეორე მხრივ, ასეულობით ოჯახი შეიძლება საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

    სწორია თუ არა მერიის პოლიტიკა გარე ვაჭრობასთან მიმართებაში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  საერთოდ, ქალაქის მართვა - ე.წ. ურბან მენეჯმენტი - თბილისში ათწლეულების განმავლობაში ე.წ. ჯინების ბოთლიდან გამოშვების პოლიტიკას ეფუძნებოდა. ანუ ვიღაცას რაღაცის კეთების ნებას დართავდნენ. აიღეთ თუ გინდათ მიშენება-დაშენება და მანქანების ტროტუარებზე გაჩერება. 1992 წლის, მგონი, მაისში შევარდნაძემ სპეციალური დეკრეტით ქუჩაში ვაჭრობა დაუშვა, გარდა მეტროს სადგურების მისადგომებისა და სახელმწიფო დაწესებულებების გვერდით. რა თქმა უნდა, ამას ხალხი მიეჩვია. დედაქალაქს ასეთი სახით ქუჩის ვაჭრობა არ შეშვენის. სოციალური პრობლემაა მთავარი, რომელიც ამ დაუცველი ხალხის უბედურებაზეა აგებული. ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება უფრო რბილად და ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანას იმის რესურსი არ აქვს, რომ ჩვენი დამშეული მოსახლეობა დააკმაყოფილოს.

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი):  პირველ რიგში, ეს ახალი საკითხი არ არის. გარემოვაჭრეებს დაერეოდნენ, მერე ცოტა ხანში გააგრძელებდნენ ვაჭრობას და ასე გრძელდებოდა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, მერიამ რა უნდა მოიმოქმედოს, გასარკვევია. გასაგებია, გარე ვაჭრობა შეიძლება არ არის სასიამოვნო სანახავი, ისიც გასაგებია, ხალხი რომ მშიერი და უმუშევარია. ახლა ეს სფერო ქვეყნისთვის საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხი შიმშილით მოკვლება. მაშინ მერიამ ეს ხალხი სამსახურით უნდა უზრუნველყოს და გარე ვაჭრობაც შეწყდება. ვიზუალურად კარგი და ლამაზი იქნება, მაგრამ ამდენი ხალხი რომ მშიერი დარჩება, ვერ მივესალმები. გამოსავალი გარე ვაჭრობის აკრძალვა კი არ არის, არამედ ის, რომ მიეცეთ მუშაობის და ხელფასების აღების საშუალება.

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  გარე ვაჭრობა, შესაძლებელია, საზიანო და დაავადების გამომწვევი იყოს, რაც დაუშვებელია. უცხოეთშიც არის გარე ვაჭრობა, ოღონდ იქ ყველაფერი კანონით და ყველანაირი თვალსაზრისით ზუსტად გაანგარიშებული და გათვალისწინებულია. ჩვენთანაც - გინდა გარე, გინდა შიდა ვაჭრობა - ასე უნდა იყოს. ამ ყველაფერს შესაბამისი კანონის დაცვა ესაჭიროება.

     

     

     

     გია ბუღაძე (მხატვარი):  რა თქმა უნდა, გარე ვაჭრობას მიხედვა სჭირდება. ქალაქის იერსახეს მართლაც ამახინჯებს. ისიც უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ ძალიან ღარიბ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ხალხს სამუშაო არ აქვს, უმძიმეს მდგომარეობაშია. გამოსავალი უნდა იქნეს მოძებნილი, რადგან ისინი მართლაც ძალიან ცოდოები არიან.

     

     

     

     

     ჯემალ ჭკუასელი ("ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი):  ქალაქი დაბინძურდა და საშინელი სუნი ტრიალებს. უწესრიგობაა. მაგრამ ამ ხალხსაც უნდა დაეხმარონ. იძახიან, რომ არ უნდათ ადგილები, რომელსაც სთავაზობენ, ასეც არ არის.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    marine bakoevi   (10.04.2017)
    zalian mecodebian magramm esec aris yvelasmitovebuli akvt soplebi or sartuliani saxlebi tavidnen da tvitonac ragac echveleba da dedakalakic sinebisgan dabinzurebisgan amoisuntkavs bolo dabolos evropachi chevedit da 21 saukunea

    marine bakoevi   (10.04.2017)
    zalian mecodebian magramm esec aris yvelasmitovebuli akvt soplebi or sartuliani saxlebi tavidnen da tvitonac ragac echveleba da dedakalakic sinebisgan dabinzurebisgan amoisuntkavs bolo dabolos evropachi chevedit da 21 saukunea

    marine bakoevi   (10.04.2017)
    zalian mecodebian magramm esec aris yvelasmitovebuli akvt soplebi or sartuliani saxlebi tavidnen da tvitonac ragac echveleba da dedakalakic sinebisgan dabinzurebisgan amoisuntkavs bolo dabolos evropachi chevedit da 21 saukunea


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter