სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    05.04.2017

    შემდეგი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებაზე მთავრობა და ოპოზიცია შეთანხმდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე დისკუსია ისევ გრძელდება.

    საკამათო თემა გადაუნაწილებელი მანდატებია, რაზეც "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ბარიერგადაულახავი პარტიების მანდატები მთლიანად პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას უნდა დაემატოს, ოპოზიციის აზით კი ყველა გასულ პარტიაზე პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.

    კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლასთან დაკავშირებით სწორად მუშაობს, თუმცა გარკვეული საკითხები დაზუსტებას საჭიროებს.

    მისივე თქმით, ამ მიმართულებით სამი ძირითადი პრობლემა იკვეთება.

    "არის რამდენიმე პრობლემა - 5%-იანი ბარიერი არის საკმაოდ მაღალი, მეორე პრობლემა არის გადაუნაწილებელი მანდატების გამოთვლის წესი, მესამე კი გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი. სამივე საკითხი იმსახურებს კრიტიკას იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ უკეთესი პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც ადეკვატურად ასახავს პარლამენტში ხალხის განწყობას, საჭირო იქნება, ამ მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები და უფრო თამამები ვიყოთ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით," - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

    ეთანხმებით თუ არა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ანა რატიანი (ჟურნალისტი):  მაჟორიტარში ის არის კარგი, რომ ამ კონკრეტულ ადამიანს იცნობ და პროპორციულ სიებში ერთი-ორი კაცის შემდეგ, ვინ ვინ არის და რა დამსახურებით მოხვდა სიაში, არავინ იცის. თუმცა, მეორე მხრივ, მაჟორიტარულმა სისტემამაც თავისი ამოწურა. ასე რომ, თუ არჩევნები პროპორციული სიტემით იქნება, სიები უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს და დეპუტატებიც მეტად ცნობილები - თავისი საქმიანობით.

     

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): რა თქმა უნდა, ვეთანხმები. ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწვეტლება. მანამ, სანამ ქართული პარლამენტი ერთპალატიანია, სანამ საქართველოში ფედერალური მოწყობა არ არის და რეგიონებს არ აქვთ დამოუკიდებლობა, მე მგონია, რომ სჯობს, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ. იმიტომ, რომ მაჟორიტარულმა სისტემამ უკვე მახინჯი ფორმები მიიღო. მაჟორიტარობის კანდიდატები დამფინანსებელ წყაროებად იქცნენ და არა პოლიტიკოსებად.

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი):  ჩვენს ქვეყანაში პარტიები იმდენად გაურკვეველი წარმონაქმნები არიან და პარტიული კულტურაც იმდენად არშემდგარია, რომ მხოლოდ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ძალიან სახიფათოა. ვერ დამისახელებთ პარტიას, სადაც რამდენიმე ადამიანის მეტს საზოგადოება იცნობდეს. მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანიც კი არ არის ნაცნობი. ბუნებრივია, მაჟორიტარულ სისტემას აქვს თავისი მინუსები და ეს უნდა გამოსწორდეს. თორემ, წარმოიდგინეთ, ადამიანს, რომელიც პარტიული არაა, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ექნება. ეს არ მიმაჩნია სწორად.

     

     

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი):  მე ვფიქრობ, სწორია სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ვეთანმხები, რომ შემდეგი არჩევნები პროპორციული მოდელით ჩატარდეს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter