სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    06.04.2017

    ევროპაში მწეველთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა, სწორედ ამ მიზეზის გამო ხელისუფლება უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს.

    "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში განიხილავენ, 2018 წლის მაისიდან ნებისმიერ შენობაში თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს. ხოლო 2020 წლიდან, მსგავსი აკრძალვები სტადიონებსა და მსგავს ღია სივრცეებსაც შეეხება.

    შენობაში თამბაქოს მოხმარების ფაქტის დაფიქსირებისას, იურიდიული პირი თავდაპირველად, 500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში, 2 000-ით, სისტემატური მოხმარებისას კი 5 000 ლარით დაჯარიმდება.

    პროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისა.

    ეთანხმებით თუ არა თამბაქოს მოწევის სრულად აკრძალვას შენობებში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): სრულად აკრძალვა, მგონია, რომ სიგიჟეა. იგივე რესტორნებში, როცა ვამბობთ, რომ ევროპას უნდა გავყვეთ და ავკრძალოთ სიგარეტის მოწევა, ამის მაგივრად შეიძლება გავაკეთოთ კარგი გამწოვი, რადგან ადამიანები შედიან, იხდიან ფულს, უნდათ დასვენება და არ შეიძლება, არამწეველების ხარჯზე მწეველების უფლებები დაირღვეს.

    პირადად მე არასდროს ვყოფილვარ მწეველი, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათი უფლებებიც უნდა დავიცვათ. მართალია, არ უნდა მოწიო საბავშვო ბაღებში, მეტროში, ტრანსპორტში და ა.შ. მაგრამ რესტორანში, ბარსა თუ პაბში თამბაქოს მოწევის სრული აკრძალვა არასწორი მგონია.

     

     გია ანჩაბაძე ისტორიკოსი): აბსულუტურად ვეთანხმები სრულ აკრძალვას, ეგ კი არა, კურორტებზე, მაგალითად, საირმესა და ბორჯომში არსებულ სკვერებში, სადაც ადამიანები ჰაერისთვის დადიან, მოწევა მანდაც უნდა აიკრძალოს. მოწევისთვის უნდა იყოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილები და საზოგადოებაც უნდა მიეჩვიოს, რომ სადაც მოეხასიათება, იქ არ გააბოლოს. სწორედ ამიტომ ამ ცვლილებებს ვეთანხმები და ვემხრობი.

     

     

     ლელა ოჩიაური  (კინომცოდნე): მიუხედავად იმისა, რომ მე მწეველი ვარ, ამ ცვლილებას ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ თამბაქოს მოწევა აუცილებლად უნდა აიკრძალოს შენობებში.

     

     

     

     

     თედო დონდუა  (ისტორიკოსი): მე ვარ ყოფილი მძიმე მწეველი, ახლა მხოლოდ მაშინ ვეწევი, როდესაც ნასვამი ვარ და პაბში რომ მოწევა ამიკრძალონ, ეს მძიმე ტრავმა იქნება. შესაბამისად, მგონია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებში უნდა აიკრძალოს მოწევა, თუმცა კერძო დაწესებულებებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

    ისე არ გამოვიდეს, რომ ამ აკრძალვამ ტურიზმს დაარტყას, საქართველოში ბევრი ტურისტი ჩამოდის, რადგან კარგი და იაფი სასმელია, ამასთან, ბევრი მათგანი ეწევა კიდეც. ეს აკრძალვა კი რესტორნებზე ცუდად იმოქმედებს, თუმცა დანარჩენ შემთხვევაში მისაღებია. სამსახურში ყოფნისას შეიძლება, რომ გახვიდე გარეთ და მოწიო, თუმცა ისეთ დასასვენებელ და განსატვირთ ადგილებში, როგორიც რესტორანი, ბარი და ა.შ. არის, მოწევის აკრძალვას არ ვეთანხმები.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (06.04.2017)
    kacs tu lela sheidzleba erqvas da qals iuri, es mxolod rezonansshia shesadzlebeli. sul gamoyl..dnen es sacodavebi. erti gazetis atvirtva evalebat da amasac ver axerxeben.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter