სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    08.04.2017

    გუშინ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური საანგარიშო მოსმენით წარსდგა. მისი გამოსვლა მეტწილად ხელისუფლებისადმი კრიტიკული იყო.

    მარგველაშვილმა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გაამახვილა ყურადღება.

    "არ შეიძლება ხალხს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი წავართვათ. პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე", - განაცხადა მარგველშვილმა.

    პრეზიდენტმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ სფეროში კრიზისია.

    "შემოდგომაზე მე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის ჯავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვჭირდება მაღალავტოროტეტული ევროპულ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    რაც შეეხება ე.წ. მოსმენების კანონს, აქ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავადაც მიმართავს.

    "გადავწყვიტე ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი მოქალაქეების სარჩელს დავუჭირო და საკონსტიტუციო სასამართლოს, განსხვავებული სტატუსით მივმართო - სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე შესაძლებოლობას მოცემს, სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში დავეხმარო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

    როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი):  "ვფიქრობ, სიღრმისეული გამოსვლა არ იყო. ცოტა ზედაპირული, ინფორმაციული და აქედან გამომდინარე, შედარებით მოკლე გამოსვლა იყო, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ასრებულ სიტოაციის შეესაბამება.

    "როგორც ყოველთვის, ოპოზიცია და უმრავლესობის ნაწილი ერთმანეთს ებრძვიან. თუმცა, ყველაზე მთავარი სხვა პრობლემაა. მთავარი სიმართლე და საბოლოო ჯამში ზუსტი დასკვნების გამოტანაა. შეფასება იმისა, რაც უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში გაკეთდა, გაცილებით უფრო კარგად არის გასააზრებელი. გარკვეული წინსვლა არის, თუმცა, ყველაფერი იმის შესრულებას, რაც დანაპირებში იყო, ქონდეს შედეგი, გარკვეული დრო სჭირდება.

     

     გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება"):  "პრეზიდენტის გამოსვლა აქტუალურ საკითხებსაც ეხებოდა. ვისურვებდი, რომ მისი გამოსვლები, კონსტიტუციური და უფრო საქმისკენ მიმართული იყოს. მმართველი ძალის განცხადებებს შევაფასებდი და ვიტყოდი, რომ შიშით გამოწვეულია. მმართველი ძალის წარმომადგენლებმა აბსოლიტურად არაკონსტიტუციური განცხადებები გააკეთეს."

     

     

     ქეთი ბექაური (იურისტი):  "ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, იმაზე მიუთითებს, რომ ყველა საკითხი გაშუქებული და ყურადღება მიქცეული არ იქნა. თავად მისი გამოსვლა საკანონმდებლო ორგანიოში დადებითად და პოზიტურად შესაფასებელია. თუმცა, პარლემენტში მყოფი პირების და საზოგადოების ინტერესები რამდენად დაკმაყოფილდა, არ ვიცი. ვფიქრობ, საზოგადოებას გარკვეული შეკითხები დარჩა."

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი):  "ჩემთვის დღევანდელი პარლამენტი და პრეზიდენტის გამოსვლა კომედიას უფრო ჰგავდა. თუმცა, უბრალოდ კომედია რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა. დღევადელი დღე ტრაგიკომედიაა. აშკარად გამოიხატა სხვადასხვა პარტიებს ერთმანეთი როგორ სძულთ. ის ქვეყანა, რომელშიც ყველაფერი სიცრუეზეა აგებული, ვერ შედგება."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter