სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თორნიკე ამირხანაშვილი
    18.05.2017

    ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა, ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და თანამდებობის დაკავება მიულოცა.

    საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუას განცხადებით, გერმანელი დიპლომატის, ჰერბერტ ზალბერის განცხადება გაუგებარი და მიუღებელია.

    "აღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს უშლის საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიან მოწესრიგებაში," - განაცხადა დავით დონდუამ.

    საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა - "მე ვესაუბრე ბატონ მინისტრის მოადგილეს ახლახან ჩატარებული შეხვედრის შესახებ და მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ევროპის კავშირი არ აღიარებს "სამხრეთ ოსეთში" ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. რასაც ჩვენ ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი."

    მოახდენს თუ არა ზეგავლენას ჰერბერტ ზალბერის განცხადება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     იური მეჩითოვი  (ფოტოგრაფი):  ევროკავშირი არ აღიარებს პოლიტიკურ სუბიექტად ოკუპირებულ ტერიტორიებს. ზალბერის მილოცვა კი იყო აღიარება როგორც პოლიტიკური სუბიექტისა, რაც აშკარა შეუსაბამობაა მათივე მიდგომასთან. ზალბერს თავის პოზიციასთან დაკავშირებით თვითონვე აქვს განმარტება გასაკეთებელი.

     

     

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): სჭირდება დაფიქრება იმაზე, რასაც ამბობს. რა, არ იცის, რომ ოკუპირებული ტერიტორიაა?! მსოფლიოს მიერ არის აღიარებული როგორც არალეგიტიმური არჩევნები და ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს.

    საქართველოს ურთიერთობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობაზე შეიძლება, მოახდინოს გავლენა.

    თუ ცხინვალის ვითომ პრეზიდენტს ულოცავენ გამარჯვებას, მაშინ ძალიან დიდი გულისტკენა კი არა, ევროპული ფასეულობების განხიბვლვაა. ეს ადამიანები ევროპული ფასეულობების დეგრადაციას იწვევენ. პირადად ჩემში აღნიშნული მოვლენები ამ განცდას ბადებს.

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მოითხოვოს მისი საქართველოდან გაწვევა.

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): რადგან ევროკავშირის წარმომადგენელია, არ ნიშნავს, რომ ეპატიება ჩვენი კანონის დარღვევა და ჩვენი ტერიტორიების ხელყოფის აღიარება.

    ჯერ ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ პასუხის გაცემა. მთავრობამ ისე უნდა იმოქმედოს, რომ მეორედ აღარ გაუჩნდეთ ასეთი რამის გაკეთების სურვილი.

    თუმცა, საქართველოს ხელისუფლება იმდენად უუნარო და უთავმოყვარეოა, რომ თუკი საქმე ეხება ევროპას, დასავლეთს და მათგან მომდინარეობს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფა, ჩვენი მოქალაქეების ღირსების შელახვა, ვერ რეაგირებენ და ალბათ ასე იქნება ახლაც.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    giorgi   (18.05.2017)
    yovelgvari egeti gamoxdoma sikvdilit unda isjebodes. es aris tipiuri geievropuli faseulobebi. normalur qveyanashi da normaluri eri magasac miadzaglebda da geievropuli faseulobebis kantorasac aaoxrebda.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter