სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    19.05.2017

    მოხდება თუ არა თორდია-ფარცხალაძის საქმის ობიექტური და ეფექტური გამოძიება?

    სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია გუშინ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრა აუდიტის სამსახურში 15:00 საათზე გაიმართა.

    როგორც თორდიამ შეხვედრაზე განაცხადა, ფარცხალაძესთან დაპირისპირების საქმეზე გამოძიება მსუბუქი მუხლითაა დაწყებული, რის გამოც გამომძიებლები შემთხვევის ადგილიდან ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღებას ვერ ახერხებენ. ასევე, მისი თქმით, განცხადებებს იმ დასკვნაზე, რომელიც ფარცხალაძესთან დაპირისპირებას მოჰყვა, მომავალ კვირას გააკეთებს.

    "შეხვედრაზე ინციდენტსა და დასკვნებზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. აუდიტორები დღესაც იმისთვის მუშაობენ, რომ ყველა მტკიცებულება მოვიპოვოთ და დასკვნა დავასრულოთ. გამოძიება დაწყებულია იმისთვის, რომ არ დასრულდეს.

    "მუხლი არის მსუბუქი და ამ მუხლის გამო გამომძიებლები კამერების ჩანაწერებსაც ვერ იღებენ. ისინი მიმართავენ სასამართლოს და სასამართლო ეტყვის, რომ ვერ ამოიღებენ. ამასობაში ვიდოეჩანაწერები წიაშლება", - განაცხადა ზემოაღნიშულ შეხვედრაზე ლაშა თორდიამ.

    შეგახსენებთ, რომ თორდიას ფიზიკურად 13 მაისს გაუსწორდნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. როგორც თორდია ამტკიცებს, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავს დაესხა.

    მოხდება თუ არა თორდია-ფარცხალაძის საქმის ობიექტური და ეფექტური გამოძიება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ეჭვი მეპარება, რადგან ძალიან ბევრი ხალხის ინტერესია ჩადებული. საქმის ეფექტური და ობიექტური გამოძიება ივნისის შუა რიცხვებამდე უნდა მოხდეს, რადგან ივნისის შუა რიცხვების შემდეგ ძალიან დაძაბული კოსმიური პერიოდი იწყება, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

    აქ უკვე დიდია ალბათობა იმისა, რომ ფარცხალაძის საქმე სერიოზულად "ჩაიფარცხოს". თუ საქმის გამოძიება ივნისის შუა რიცხვებამდე არ მოხდა, მერე გაცილებით გაჭიანურდება და გართულდება.

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): ეჭვი მეპარება, საქმის ობიექტური და ეფექტური გამოძიება მოხდეს, რადგან ეს ადამიანები ერთ სტრუქტურაში მუშაობდნენ. საერთოდ, დიდი ხანია, ერთად მოდიან, ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდიდან.

     

     

     

     ანა რატიანი (ჟურნალისტი): სამწუხაროდ, არასასიამოვნო ისტორიაა, რომელშიც ძალიან ბევრი სტრუქტურა ძალიან ცუდადაა გარეული. მე მაინც მჯერა ჩვენი მართლმსაჯულების. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. მთელი გაყიდვა-გამოსყიდვის პროცესი არის ძალიან არაგამჭვირვალე და არაწესიერი. ეს დიდი მინუსია ამ მთავრობის, თუ ისეა როგორც პრესა და ტელევიზიები წარმოაჩენენ.

     

     

     ლაში ჩხარტიშვილი (დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): სანამ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის - არაოფიციალური მმართველის ერთპიროვნული მმართველობა იქნება, დარწმუნებული ვარ, არათუ თორდია-ფარცხალაძის, არამედ მეტ-ნაკლებად პოლიტიკასთან დაკავშირებული და გახმაურებული საქმის ბოლომდე გამოძიება არ მოხდება.

    ან თუ მოხდება, იქნება სიმბოლურად, არასრულფასოვნად და არასათანადო ფორმით, მხოლოდ საზოგადოების დასანახად.

    რეალურად, დამნაშავეები არ დაისჯებიან. ამის თქმის საფუძველს ის ხუთი წელი იძლევა, რომელში ცხოვრება ახალი რეჟიმის პირობებში გვიწევს ისევე, როგორც სააკაშვილის დროს. გვახსოვს, რომ წინამობედი ხელისუფლების დანაშაულთა უმრავლესობის გამოძიება ასე იყო. როგორც ჩანს, საკუთარი მონების დასჯა არავის უნდა.

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): არ ვიცი. პასუხს ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ ტელევიზორს ვუსმენდი და თქვეს, რომ რაღაც გადაღებული კადრები არსებობს. ის კადრები გამოააშკარაონ, რის შემდეგაც ყველა მიხვდება, ვინ არის და ვინ არ არის დამნაშავე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    კონსტანტინე   (19.05.2017)
    ხალხს უთქვია ათზე მეტი კაცი ურტყამდაო თორდიას. ფარცხალაძესთან კი იყო მხოლოდ სამი პიროვნება. გამოდის რომ ეს ნაცი მოსახლეობას უცემია გასაგები მიზეზების ნგამო. მეც სიამოვნებით შემოვულაწუნებდი თორდიას იმ გასიებულ თავყბაში. ჩვენი მთავრობის ბრალია, თორემ ეგენი გარეთ გამცვლას ვერ უნდა ბედავდნენ.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter