გვანცა წულაია
23.06.2017

კონსტიტუციის პროექტი არათუ ბოიკოტს, საყოველთაო სახალხო გამოსვლას იმსახურებს - ასე შეაფასა "დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა - დიმიტრი ლორთქიფანიძემ ქვეყნის მთავარი კანონი.

"იმ აბსურდის სერიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ჯერ კიდევ სახელმწიფო საკონსტიტუციო მუშაობის პროცესში დაიწყო "ქართულმა ოცნებამ", როდესაც მიიღო ერთი პროექტი, შემდგომში საზოგადოებრივი საყოველთაო აზრის გამოკითხვისთვის გაიტანა მეორე პროექტი, შემდეგ მესამე პროექტი გადააგზავნა ვენეციის კომისიაში და სანამ იქიდან პასუხს მიიღებდა, მიიღო მეოთხე ვერსია, ამისთანა აბსურდის თეატრში მონაწილეობის მიღების შემთხვევა კლინიკურად უნდა იქნეს შეფასებული, თუ რამდენად ჯანსაღი ადამიანების საკრებულო იხილავს ასეთი ტიპის საკონსტიტუციო პროექტს.

"არამცთუ ბოიკოტს იმსახურებს, საყოველთაო სახალხო გამოსვლისა და აქციების დაწყების ლეგიტიმურ საფუძველს თავად "ქართული ოცნება" გვაძლევს ჩვენ და ახლა ნამდვილად არსებობს რევოლუცის საფუძველი ქვეყანაში"-ამბობს ლორთქიფანიძე.

გეტყვით, რომ გუშინ პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად პირველი მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო.

კონსტიტუციური ცვლილებების მიღება გამოიწვევს თუ არა საზოგადოების პროტესტს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): არც ერთ შემთხვევაში საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც კონსტიტუცია და კონსტიტუციური საკითხები ხალხის პროტესტის საფუძველი გახდეს. როდესაც საუბარია კონსტიტუციაზე და კანონმდებლობაზე, თუ რაღაც განსაკუთრებული კატასტროფული არ არის, საზოგადოების უმრაველესობა არ რეაგირებს.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს საზოგადოების ისეთი სამართლებრივი კულტურა და აქტივობა, რომ ამან გამოიწვიოს რაღაც პროტესტი და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): აუცილებლად გამოიწვევს. უდავოა. როგორც უნდათ, ისე მოჭრან და კონსტიტუცია თავზე დაგვახიონ, ასე არ გამოვა. კონსტიტუციის უპრაგონოდ ჭრა და კერვა, ცხადია, ხალხში პროტესტს გამოიწვევს.

ახლა არ არის იმის დრო, რომ სამშობლო ხმლით დავიცვათ. თუმცა არც უმაგისობა გამოვა, მტერთან ესეც საჭიროა. საერთოდ, არ ვარ გადატრიალების მომხრე, რადგან მგონია, რომ სახელმწიფოებრიობას აზიანებს. მაგრამ საფუძველი იმისა, რომ ძალიან დიდი საპროტესტო ტალღა დაიწყოს, რა თქმა უნდა, არის.

 

 

 ქეთი ბექაური იურისტი):  შეიძლება ყველას მოსაწონი არ იყოს. კონსტიტუცია ხალხისთვის იწერება და ხალხის სამსახურში უნდა იყოს. არა მგონია, პარლამენტს ისეთი ცვლილებები შეეტანა, რაც ხალხისთვის დამაზიანებელი იქნება. რა თქმა უნდა, ცვლილებების შეტანის დროს ხალხის ინეტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

 

 

 

 

 დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ძალიან ეჭვი მეპარება, რადგან დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებს, ვინც ამას აპროტესტებენ, თვითონ აქვთ უაღრესად დაბალი რეიტინგი. იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც აპროტესტებენ, ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა, რომ ხალხის სახელით ილაპარაკონ.

ამას გარდა, არ მახსენდება განხილვა. გადაწყვეტილებას პირდაპირ იღებდნენ და ხმას არავინ იღებდა. ახლაც თუ შეიძლება, ყველა გაჩუმდეს, რადგან ყველა შემთხვევაში ეს კონსტიტუცია ბევრად უკეთესია, ვიდრე წინა.

თუ ვინმეს ხელს აძლევდა, რომ ის კონსტიტუცია ყოფილიყო, ეს მაშინდელი მმართველი გუნდი იყო. მაშინდელი კონსტიტუცია მათ ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიას იძლეოდა. "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ნუ იქნება ე.წ ოპოზიცია, მუდმივად "ნაციონალური მოძრაობის" ტექსტებს ნუ იმეორებენ.

როდესაც კუკავა ლაპარაკობს იმაზე ივანიშვილის ამ ყვეყნიდან გაქცევაზე, ეს ხომ სისულელეა. ცხადია, პარლამენტში მას არავინ აირჩევს.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): საზოგადოება უკვე იმიტირებულია. მიაღწიეს იმის შესაძლებლობას, რომ ფართო მასისთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა. ჩემი აზრით, საზოგადოება უკვე არჩევნებზეც აღარ წავა.

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
გიო   (24.06.2017)
ხურცილავა დაგაჯვი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×