გვანცა წულაია
05.07.2017

მოძრაობა "ეროვნულების" თავმჯდომარე სანდრო ბრეგაძე 14 ივლისს აღმაშენებლის გამზირზე ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. აქციას "ქართველთა მარში" ერქმევა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა საემიგრაციო კანონის გამკაცრება, არალეგალი არაბი, ირანელი მოქალაქეების ქვეყნიდან დეპორტაცია და მათ მიერ საქართველოში გახსნილი იმ კლუბების დახურვაა, სადაც, ბრეგაძის თქმით, "ბავშვთა პროსტიტუციას აქვს ადგილი".

არის თუ არა "ეროვნულების" მიერ დაანონსებული მარში ქსენოფობიის გაღვივების მცდელობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ანა რატიანი (ჟურნალისტი): როდესაც სტუმარი თავს სტუმრად არ გრძნობს და იმაზე მეტს ბედავს, ვიდრე ეკუთვნის, მაშინ, რა თქმა უნდა, ღირსეული ზომები უნდა ჩატარდეს. მეორე საკითხი ძალიან მწვავედ დგას: რას აკეთებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო? კარგი იქნებოდა, ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს საქმე მარშამდე არ მიეყვანათ. მარში გამოძახილია იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები და მთავრობა ჯეროვნად ვერ მუშაობს ან ეს საკითხი საერთოდ უპატრონოდ არის მიგდებული.

 

 იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): გააჩნია, მოწოდება როგორი ფორმით იქნება. თუ მიიღებს იმ ფორმას, რომელიც ქსენოფობიური იქნება, რომელიც ფაშისტურში გადავა, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება. პრინციპში, ქვეყანში პრობლემები რომ არის, ფაქტია.

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებათადამცველი): ეს არ არის ქსენოფობია. ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. ქსენოფობია არის სიძულვილი. ამ შემთხვევაში ამასთან ადგილი არ გვაქს. აქ არის შეზღუდვა ამ ადამიანების შემოშვებაზე. ეს ზიზღის გამო კი არ ხდება, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ადამიანებმა გარყვნილების ბუდეები გახსნეს. ფაქტობრივად, ყველა ეს გარყვნილების ბუდე სწორედ ამ ქვეყნებიდან შემოსულ ადამიანებს უკავშირდება.

 

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი):  "ეროვნულების" აქცია პრაქტიკულად საქართველოში ვერ განხორციელდება. აქციები აქციებად დარჩება. ჩვენთან ბევრი აქცია ჩატარებულა და მას საზოგადოებრივ აზრზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ეს არის გაფრთხილება. ერთი მხრივ, ჩვენი და ხელისუფლების მისწრაფება, მეორე მხრივ, ქართული ტრადიციები, რომლებიც გვაქვს, წინააღმდეგობაშია. ერთი მხრივ, შეიძლება მივესალმოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის განუხორციელებელი თეორია. მას არავითარი პრაქტიკული განხორციელება არა მგონია, ეწეროს.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  ეს არის დაუშვებელი. ძალიან მძიმე თემაა. არ ვემხრობი, რომ მიგრაციის საკითხები ქუჩაში გადაწყდეს. ეს იქნება არასწორი. ასეთი საკითხები სასწრაფოდ სამთავრობო სხდომაზე უნდა გადიოდეს. ამას ხელისუფლება უნდა წყვეტდეს. ქართული სახელმწიფო შეიძლება ისეთი დარყმის ქვეშ აღმოჩნდეს, რომ შესაძლოა, ცენტრი ვიყოთ ისთი თავდასხმებისა, რომლებიც ბოლო დროს ევროპაში ძალიან გავრცელებულია. ამას უნდა კურირებდეს ხელისუფლება.

დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ზაზა   (05.07.2017)
ცხადია, ქუჩის აქციებით ასეთი გლობალური პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია და ვგონებ, ამას არც არავინ აპირებს - ურალოდ სისულელეა ამაზე საუბარი... საქმე ეხება უკონტროლოდ მიტოვებულ, უაღრესად პრობლემატიურ საკითხს, რომელმაც აქტუალურობა შეიძინა მას შემდეგ, რაც საქართველოს რენეგანტმა ექს პრეზიდენტმა, ვიდრე ქვეყნიდან გაიქცეოდა - მოიწვია და უაპელაციოდ ჩამოურიგა მოქალაქეობა გაურკვეველი წარმომავლობის უცხოელებს მთელი მსოფლიოდან. დაანონსებული მარში არის იძულებითი ნაბიჯი უზნეობისა და უკანონობის წინააღმდეგ, რასაც პერმანენტულად სჩადიან ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ დაუსჯელობით გათავხედებული "ხურუშიანი" კრიმინალები და ვინც ღიად, თუ ფარულად გამოთქვამს აზრს, რომ ეს აქცია არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს, მაშინ ის თავისდაუნებურად დგება - თავად ფობიებითა და სადისტური მანიებით შეპყრობილი ჰალსტუხის მკვნეტელი "უკრაინელის" და მასზე არანაკლებ დეგრადირებული თანამოაზრეების გვერდით. მშვიდობიანმა აქციამ უნდა დაანახოს ხელისუფლების მესვეურებსა და მსოფლიო საზოგადოებას ქართველი ხალხის განწყობა ძალადობასა და გარყვნილებაზე საკუთარი მოსახლეობის მიმართ! - ვფიქრობ, ეს არის მიზანი და თუ ვინმეს, რაიმე სახის ფობიები და შიშები სტანჯავს - ეს უკვე მისი პრობლემაა. დასკვნისთვის: პედოფილს, კრიმინალსა და ტერორისტს არ აქვს ეროვნება და თუ სასწრაფოდ არ იქნა სახელმწიფოს მიერ ადეკვატური ზომები მიღებული - სატვირთო მანქანებით მოწყობილი ტერაქტები ცენტრალულ ევროპაში მონაგონი იქნება - ისე გადაგვივლიან ტარაილერების გარეშე.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×