სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    12.08.2017

    განათლების სამინისტრო სკოლებში "ვაშლის დარიგების" კამპანიას იწყებს. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ვაშლის დარიგების კამპანია შემოდგომიდან თბილისის იმ სკოლებში დაიწყება, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა. კამპანიის ფარგლებში ვაშლები კვირაში ერთხელ დარიგდება.

    "რთული და ძვირი პროექტია. მეორე მხრივ, ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. ამ პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი. ვაშლი არის ძალიან ჯანსაღი პროდუქტი", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

    ამის პარალელურად, სამინისტრო აპირებს კამპანიის წამოწყებას, რათა მშობლებმა შვილებს სკოლაში ვაშლი გაატანონ.

    თითო ბავშვი კვირაში ერთ ვაშლს მიიღებს. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000-60 000 იქნება.

    როგორ აფასებთ მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას ამ ინიციატივას? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ამ კლოუნის განცხადებებს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ისე, კვირაში ერთხელ დარიგება რა არის, ყოველდღე რომ მისცენ, არ შეიძლება?! ძალიან სასაცილო კაცია, არ ვიცი, რა გითხრათ."

     

     

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი):"თუ სკოლა თავისი ინიციატივით კვირაში ერთხელ ბავშვებს ვაშლებს დაურიგებს, რასაკვირველია, ცუდი არ არის. მაგრამ საქმე ისაა, რომ მაშინ, როდესაც ჩვენს სკოლებში ბავშვებს არ აქვთ სამყოფი კომპიუტერი, სახელმძღვანელოები და რაც აქვთ, ისიც სავსეა უნიჭო, არაკომპეტენტური ავტორების მიერ შეკრებილი ნაწარმოებებით, მაშინ, როდესაც სკოლიდან იაკობ გოგებაშვილს ერეკებიან, მაშინ, როდესაც საქართველოში 9 კილომეტრის ფეხით გავლა უხდებათ ზოგიერთ რაიონში ბავშვებს, რომ სკოლაში მივიდნენ, აი, ამ დროს ვენაცვალე ბატონი ჯეჯელავას მოფიქრებას, რომ ჩვენს მოზარდებს საჩუქრად კვირაში ერთხელ თურაშაულის ვაშლები დაურიგდებათ.

    "ისე, ვურჩევდი მას, რაკი მსოფლიოს არც ერთ სკოლაში ჯერჯერობით ვაშლის დარიგების პრაქტიკა დანერგილი არ არის, ვაშლთან ერთად შესვენების დროს პური და ყველიც მიეყოლებინათ - ეს ხუმრობით. სერიოზულად კი გეტყვით - ჯეჯელავამ, ჯობია, გამოძებნოს სახსრები, რომ ბავშვებს ზოგიერთი სახელმძღვანელო თუ არა, დედაენა მაინც დაურიგოს უფასოდ. თან მოიცალოს ერთი კვირა და ჩაიხედოს უფროსი კლასების ლიტერატურის სახელმძღვანელოებში, რა საშინელება ხდება."

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): "რა მიზანს ემსახურება ვაშლების დარიგების პროექტი, არ ვიცი. თუმცა, თუ მართლა დარიგდება, ცუდი არ არის. ვაშლი ბევრ ვიტამინს შეიცავს. ისე, კარგი იქნება, სხვა მნიშვნელოვან საქმეებსაც თუ გააკეთებენ. თავისთავად კი ამ ვაშლების იდეაში ცუდს ვერაფერს ვხედავ."

     

     

     

     

     

     მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "მე პირადად ამ კამპანიას არასერიოზულად აღვიქვამ. სამწუხაროდ, ჩვენი განათლების მინისტრის განცხადებები კომიკურ ელფერს იძენს. სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მაგრამ მართლა თუ ვინმეს რამეს დაურიგებენ, მაგას რა ჯობია."

    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    Eka qobalia   (13.08.2017)
    Eseti praqtika iyo amerikis ertert shtatshi.moewona jejes idea da moipara😊

    ИНЦИТАТУС   (13.08.2017)
    Гамарджоба! Ес вашлеби софлебшиц унда даригдес? Бааатоно редакциа, туцерт рамес. дацерет исе ром информациа срулкофили икос. маграм магис слециалисти албат сакартвелоши ар моидзебнеба. Шеешвит ам сацкал джеджес исиц тквен донезеа. Мадлоба

    Janri Gogeshvili   (12.08.2017)
    ყოჩაღი შოუმენია _ საყურადღებოს, არასერიოზულობის ელფერს სძენს, ბიუჯეტის ხარჯზე მასხარაობს და ”საზოგადოებრივ აზრსაც” აქლიავებს…


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter