სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    07.09.2017

    მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას სექტემბერში, კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენამდე ელოდება. თუმცა კონსტუტუციას, კომისიის საბოლოო დასკვნამდე მიიღებს.

    პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ის ვენეციის კომისიისგან უარყოფით დასკვნას არ ელოდება.

    "ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ვენეციის კომისიასთან. მათთვის ცნობილია, რომ სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრა.

    "ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება - ვენეციის კომისიას მიღებული აქვს მეორე მოსმენით მიღებული ცვლილებების ტექსტი და მესამე მოსმენამდე ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიისგან მათი დასკვნის წინასწარ ვერსიას.

    "ეს ვერსია გახდება საჯარო და შესაბამისად, ვიდრე საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე განხილული იქნება მესამე მოსმენით ეს დოკუმენტი, მანამდე ჩვენ გვექნება საჯარო დისკუსია და განხილვები ამ მოსაზრებებისა.

    "იმ ტიპის რეკომენდაციებს და ცვლილებებს, რის საშუალებასაც რეგლამენტი მოგვცემს მესამე მოსმენის ეტაპზე, მაქსიმალურად გავითვალისწინებთ", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

    კონსიტუციის ახალი პროექტის მიღებამდე უნდა დაელოდოს თუ არა "ოცნება" ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): არ მგონია ეს აუცილებელი იყოს. ვენეციის კომისია უფრო მრჩეველი და კონსულტანტია. არ შეიძლება ყველაფერში მისი წინ დაყენება. ვფიქრობ, პირველად მაინც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება.

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): გააჩნია რა ურთიერთობაში ვართ ჩვენ საერთაშორისო დებულებასთან. თუ ჩვენს კანონებზე უფრო მაღლა საერთაშორისო კანონებს ვაყენებთ, მაშინ უნდა დავალედოთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ჩვენით მივიღოთ, მაშინ ასეც უნდა მოვიქცეთ.

    თუ კონსტიტუციის მიღება აუცილებელია და მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ, უნდა მივიღოთ. არ შეიძლება ყევლაფერში ვენეციის კომისიას ჩამოვეკიდოთ. ჩვენი თავი ისეთ დღეში ჩავიგდეთ, რომ დამოუკიდებლად ვერაფერს ვწყვეტთ და მუდმივად სხვების მოლოდინში ვართ.

     

     ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): რა თმა უნდა, აუცილებლად უნდა დაველოდოთ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ასეთი რეზონანსი აქვს, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისიწნებული ნებისმიერი ასპექტი და პირველ რიგში სამართლებრივი მხარე.

    კონსტიტუცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ნებისმიერი სახემწიფოს ცხოვრებაში და არ მგონია, რომ შესაძლებელი იყოს ჩვენ, ჩვენს კონსტიტუციას ასე უდიერად მოვეპყროთ.

    ვხვდები რატომ არ არის იმის სურვილი, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაველოდოთ. მაგრამ მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ დაველოდოთ კომისიის დასკვნას, რომელიც უფრო წონაინი და მიზანშეზონილი იქნება.

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებათდამცველი): რატომ უნდა დაელოდოს?! რა ვალდებულება აქვს ამის?! - თუ თვითონ მიაჩნიათ საჭიროდ და დარწმუნებულნი არ არინ თავიანთ პოზიციაში, მაშინ დაელოდოს, თუ არადა, თავად მიიღოს.

    რომელი ქვეყანა ელოდება ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ თავის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანოს. რომელი თავმოყვარე ქვეყანა ელოდება ამას?!

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (15.09.2017)
    ქალო ნანა, ხმა ჩაიწყვიტე, თავი დაგვანებე, , გაიგე????????????!!!!!!!!!!!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter