სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    12.09.2017

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მიმართავს "ცნოს პირად, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება".

    როგორც სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მოთხოვნით სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეიტანა.

    მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ აღნიშნული მოთხოვნა, იურიდიული თვალსაზრისით, შეაჩერებს მის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულებას.

    "აღნიშნული განაცხადის შეტანამ საიმიგრაციო სამსახურში უნდა შეაჩეროს ქართული მხარის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე", - განაცხადა ადვოკატმა.

    მისი თქმით, ამჟამად მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობის გარეშე პირის სტატუსი აქვს, რომელიც მუდმივად ცხოვრობს უკრაინაში.

    "რათა არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება, ჩვენ გვსურს მისი სტატუსის დამატებით გაძლიერება სხვა სამართლებრივი სტატუსით, რაც არის "პირი, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება".

    "ჩვენ ჯერ ოფიციალურად არ მიგვიღია შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ექსტრადირების მოთხოვნა იყო. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს არაფერი შეუტყობინებიათ ჩვენთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ეს ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან გვაქვს", - დასძინა მან.

    სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება ხდება თუ არა რეალური? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

     გია ბუღაძე (ფერმწერი): ჩემი აზრით, არავითარი რეალური ექსტრადიცია არ მოხდება. ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო დიდი თამაში და მოვლენაა, ვიდრე ჩვენს დღევანდელ ხელისულებას შეუძლია, რომ დაძლიოს და ამას ვერ გაქაჩავენ. არ მგონია, ამაზე წავიდნენ, უფრო ისე ბაქიბუქობენ და მეტი არაფერი.

     

     

     

     გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): როგორ გითხრათ, არ მგონია, რომ ექსტრადიციის საკითხი ახლა რეალურად დადგეს. საერთოდ ისიც საკითხავია, გვჭირდება თუ არა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება.

     

     

     

     

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):თუკი ის უკრაინის ხელისუფლებამ დააპატიმრა, ბუნებრივია, ექსტრადირება რეალური ხდება. მთავარია, რამდენად შეძლებს ამას უკრაინა. წესით, დღესაც დაპატიმრებული უნდა იყოს სააკაშვილი, იმის გამო, რაც მან ჩაიდინა, თუმცა ასე არ არის.

    სააკაშვილი ამბობს, რომ მას უკანონოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა, ასეც რომ იყოს, ამას სასამართლო უნდა წყვეტდეს და არა ძალისმიერი მეთოდებით თავად იჭრებოდეს ქვეყანაში. დამკავებელს აქამდეც უნდა დაეპატიმრებინა სააკაშვილი, მაგრამ ჯერ ეს არ ჩანს.

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი) ამ მოვლენებმა ვერც გაამყარა და ვერც ეჭვი შეიტანა ჩემს ვარაუდებში. ყველანაირი განვითარება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, რადგან რაც მოხდა, ესეც წარმოუდგენელი იყო ჩემთვის.

    საერთოდ, იმდენი წარმოუდგენელი რაღაც მოხდა, დაწყებული საზღვარზე ხელით გადაყვანით, დამთავრებული პასპორტის დაკარგვით, რომ ძნელია რამეს პროგნოზი. ამიტომ კონკრეტული აზრის გამოთქმისგან თავს ვიკავებ, რადგან ასეთი არ გამაჩნია.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    კაკაბაძეს   (14.09.2017)
    ცინიზმია ის რომ ამ ქალს საერთოდ ეკითხებიან რაიმე აზრს!!დასაჭერი ადამიანების რიგში თვითონ პირველ ადგილზე თუ არა სამეულში ნამდვილად არის!!

    li   (12.09.2017)
    შე სულით გახრწნილო კაკაბაძის ქალო, როგორ ბედავ და მიშაზე ლაპარაკობ, შენა ხარ ციხეში მოსახვედრი ე.წ. პოლიტპატიმრებისგან არებული ფულისთვის, შე ჯოჯოხეთის მაშხალავ ხმას მაინც ნუ იღებ და ათასობით ადამიანს შენს ამაზრზენ სახეს ნუ გვანახვებ, შენი ბოლოც მალე დადგება ბესელასთან ერთად, კარგად დაიმახსოვრე!


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter