სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    14.11.2017

    დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება. უფრო კონკრეტულად კი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო აღნიშნული უწყების სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება; გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.

    პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება, ოპტიმიზაციის პროცესი მაქსიმალურად პროფესიონალურად ჩატარდეს, რათა ხალხმა დაინახოს, რომ ამ ოპტიმიზაციის მთავარი ორიენტირი ნამდვილად არის ადამიანი.

    თქვენი აზრით, რითი არის სამთავრობო ცვლილებები განპირობებული? - ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

     გია ბუღაძე  მხატვარი):  ივანიშვილი იზრდის თავის ძალაუფლებას. თავისი კადრი დანიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. ამიტომ ამ ცვლილებებზე სერიოზულად ლაპარაკი არც ღირს.

     

     

     

     დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა არსებობდა. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იყო განათლების მინისტრის მოხსნა, რადგან მან სწორი მიმართულებით არ წაიყვანა განათლება.

    რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა ალბათ ეს გამოწვეულია ლართან დაკავშირებული პრობლემებით.

    კახიშვილმა სასჯელაღსრულების სამინისტროში დაალაგა სიტუაცია და ახლა სხვა პოსტს ჩააბარებენ, რომ იქაც დაალაგოს. ამაში დარწმუნებული ვარ. ის არის თავდადებული, სამშობლოს მოყვარული კაცი. ვფიქრობ, ეს იყო მიზეზები, რისთვისაც განახორციელა პრემიერმა ცვლილებები.

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ეს ცვლილებები რითი არის განპირობებული, არ ვიცი. თუ სამინისტროების შემცირებით მოხდება თანხების შემცირება, ამას ნამდვილად მივესალმები. მთავარია, ისე არ გამოვიდეს, რომ ერთ სამუშაოს სამი ადამიანი ასრულებდეს.

     

     

     

     ირმა სოხაძე (მომღერალი): ეს ცვლილებები რითი არის განპირობებული, არ ვიცი, თუმცა, მე მგონი, ცუდი არაფერი მომხდარა, პირიქით. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესად იქნება. რაც შეეხება პერსონაჟებს, არ ვიცნობ, თუმცა მაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. მომწონს ეს ცვლილება.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter