სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    02.12.2017

    რუსთაველის გამზირზე, შესაძლოა, ლაღიძის წყლები და ცნობილი სახაჭაპურე აღდგეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისი სურვილის შესახებ რუსთაველზე ახალი სავაჭრო ცენტრის, "გალერიას" გახსნის ცერემონიაზე განაცხადა და თბილისის მერს მიმართა, რომ ეს ბიზნესის უფლებების სრული დაცვით უნდა მოხდეს.

    ლაღიძის წყლების გამოსყიდვის იდეამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კარგი იდეაა, ნაწილს კი სულაც არ სურს მის მიერ ბიუჯეტში შესული ფული მთავრობამ მსგავს პროექტებზე დახარჯოს.

    აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებას რუსთაველზე ისტორიული ლაღიძის წყლებისა და სახაჭაპურის დაბრუნებასთან დაკავშირებით თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ის იღებს ამ დავალებას და მის განსახორციელებლად ყველაფერს გააკეთებს:

    "ვიღებ ბატონი პრემიერის დავალებას ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ღირსშესანიშნაობა დედაქალაქს დავუბრუნოთ. ამისთვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებ. მოხარული ვარ, რომ ჩვენს დედაქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. ზუსტად ასეთი შენობა-ნაგებობებით თბილისი ძალიან მალე გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი. დედაქალაქის მერიისა და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური თანადგომა იქნება, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას," - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

    უნდა გამოისყიდოს თუ არა მერიამ "ლაღიძის წყლები"? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): მე ამის პირველი მომხრე ვარ. რამდენი წელია, ამ საკითხზე გაბრაზებული ვარ. როგორ მოხდა, რომ დაიწვა ეს ტერიტორია, ვინ გაბედა, შეხებოდა თბილისელებისთვის ერთადერთ კოლორიტულ ადგილს?! ამას ასე, ხმამაღლა ვაცხადებ. ძალიან დიდი მალდობა კვირიკაშვილსა და კალაძეს ამ ინიციატივისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ადგილი.

     

     

     გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): ეს არის ქალაქის ტრადიცია და აუცილებლად უნდა იყოს "ლაღიძის წყლები", თუმცა ვინ უკეთ მოუვლის მას, კერძო კომპანია თუ სახელმწიფო, ამას ვერ გეტყვით.

     

     

     

     სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): აუცილებლად უნდა გამოისყიდოს. ეს იქნება ძალიან კარი საქმე. თავის დროზე მისი გაყიდვა და მოშლა დიდი დანაშაული იყო.

     

     

     

     

     გია ბუღაძე (ხელოვნებათმცოდნე): თავისთავად, როგორც თბილისელს, მინდა, რომ დაბრუნდეს ლაღიძის წყლები. რა თქმა უნდა, მას ის გემო აღარ ექნება, რადგან მიტროფანე ლაღიძე აღარ არის ცოცხალი და მე მგონია, რომ მისი შემცვლელი არ არსებობს, თუმცა პრეცედენტის დაშვებისაც მეშინა, რომ სახელმწიფომ კერძო ბიზნესი დააზარალოს.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    როზალი   (02.12.2017)
    მიუხედავად იმის, რომ კალაძისათვის ხმა არ მიმიცია, მიმაჩნდა, რომ ისიც წინა მერის მსგავსად გაისარჯებოდა, დღეს ყურადღებით ვადევნებ თვალს ყველა მის წამოწყებას და ძალიან მომწონს! ამ შემართებით თუ გააგრძელა საქმიანობა, ნამდვილად დასაფასებელი იქბნება! წარმატებებს ვუსურვებ!!!!!!!!!!

    li   (02.12.2017)
    კალაძის წამოწყება უდავოდ დასაფასებელია და აუცილებლად უნდა აღსდგეს თბილისელებისათვის საყვარელ პროსპექტზე "ლაღიძის წყალი." ასევე უნდა აღსდგეს თავისუფლების მოედანზე საკრებულოს შენობაში არსებული პირველი აფთიაქი, რომელიც XIX ს-ის 40-იან წლებში დაარსდა და უნიკალური იყო, მარტო ამის განადგურებისა და გაყიდვისათვის უნდა დასჯილიყო უგულავა, რომელსაც თბილისის აღმშენებლად მოაქვს თავი! დღეს ამ ადგილას ძონძები იყიდება. კალაძე თუ მის დაბრუნებას და აღდგენას შესძლებს, მართლაც გამორჩეულ და ღირსეულ მერად დარჩება ისტორიაში.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter