სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ქეთელაური
    27.12.2017

    შოტლანდიის ქალაქ კილმარნოკში "საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა" ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომლის დემონტაჟიც მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოს მოთხოვნით მოხდა, ძველ ადგილს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

    "ძეგლი დააბრუნეს და დააყენეს ძველ ადგილზე. ჟენევის დისკუსიების ბოლო რაუნდზე თანათავმჯდომარეებმა გვამცნეს, რომ დაუკავშირდნენ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც მათ უთხრეს, რომ ძეგლი ძველ ადგილს დაუბრუნდა," - განაცხადა დაურ კოვემ.

    შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისგან კილმარნოკში აღმართული მემორიალის დემონტაჟი მოითხოვა.

    ეთანხმებით თუ არა საქართველოს მთავრობის პოზიციას, რომელიც "საქართველო-აფხაზეთის ომში დაღუპულთა" მემორიალის თავის ადგილზე დაბრუნებას არ შეეწინააღმდეგა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): მე ვფიქრობ, ჩვენ რომ დავდგათ ქართველი და აფხაზი ბიჭების მემორიალი ერთად, ყველაზე სწორი იქნება იმიტომ, რომ ახლა იმის გარჩევის დრო არ არის, ვინ დაიწყო ეს ომი და ვისი ბრალი იყო - ეს ისტორიკოსებმა არკვიონ. მთავარია, რომ ამას საშინელი შედეგები მოჰყვა სწორედ ამ გმირი ბიჭების სახით, მთელი გენოფონდი განადგურდა როგორც ჩვენი, ისე აფხაზების. რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი ვიწვნიეთ, რადგან ამდენი ლტოლვილი გვყავს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეეწინააღმდეგოს საქართველოს ხელისუფლება ამ მემორიალს.

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ეს არის საქართველოსადმი დამოკიდებულების ერთგვარი მესიჯი, შესაბამისად, ამაზე აუცილებლად უნდა იყოს სათანადო რეაგირება. თუკი შოტლანდია თანახმაა, რომ ამგვარი მემორიალი დადგას, ეს მისი მხრიდან იქნება საქართველოსადმი გამოხატული პოზიცია, რაც პოლიტიკურად ჩვენთვის ნამდვილად წამგებიანია და ჩვენმა ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

     

     

     დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): ამ შემთხვევაში ვეთანხმები ხელისუფლების პოზიციას და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან იქნება ჰუმანური ნაბიჯი აფხაზების მიმართ იმიტომ, რომ ის ადამიანები დაიღუპნენ. შეიძლება მათ შეეშალათ, ეგონათ, რომ სამშობლოს თავისუფლებას ეწირებოდნენ, რაც ცხადია, ტყუილია და რუსები მათ თავისუფლებას არ მიანიჭებენ, მაგრამ იქაც ხომ ძირითადად ახალგაზრდები დაიღუპნენ?! შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეს იქნება ძალიან ლამაზი და ჰუმანური ნაბიჯი მათ მიმართ, რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა და მეორედ აღარ შეიძლება ჩვენ შორის მსგავსი რამ მოხდეს.

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): საქართველომ თავისი პოზიცია ამ საკითხში ბოლომდე უნდა დაიცვას და თუ ამას თავად ვერ აკეთებს, უნდა დაიხმაროს ის მეგობარი ქვეყნები, რომლებიც ერთგულებას გვეფიცებიან. სწორედ მათი დახმარებით უნდა აიძულონ შოტლანდია, რომ მსგავსი მემორიალი არ დაიდგას.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    777   (27.12.2017)
    რა ამბავია შოტლანდია ჟენევა დაჟე ბრიტანეთი კიდე არ დარჩა ქვეყნები რომ შეკითხოდით დავდგათ თუ არაო???აი ეს არის მონობა მსხვილი პლანით!!!საწყალი ქვეყანა,უბრალო რამეს რომ თავად ვერ წყვიტავ!!!!!


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter