სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    08.02.2018

    ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს ხელი სუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინადადება და რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდეს.

    უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კიევში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს შესთავაზა, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განახლების მექანიზმში გაერთიანდეს.

    პოროშენკოს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმი გაუმჯობესდა და ქართულ მხარეს შეუძლია, ამ პროცესს შეუერთდეს.

    უნდა შეუერთდეს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): ალბათ უნდა შეუერთდეს, რადგან სწორედ ეს ქვეყნებია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები.

     

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): ჩემი პასუხი უარყოფითია, არა იმიტომ, რომ რუსეთი კარგია და ამერიკა ცუდი ან პირიქით. ვფიქრობ, მარტო საქართველო არ არის, ვისაც არ მოსწონს ეს სანქციები, ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა ამავე პოზიციაზეა.

     

     

     

     იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ჩვენ საკუთარი ინტერესები უნდა დავიცვათ, თუ გვიბრძანებენ და სხვა გზა არ გვექნება, რა თქმა უნდა, შევუერთდებით, თუმცა, ჩვენ ინტერესებში არა სანქციების გამოცხადება, არამედ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტა შედის.

     

     

     გივი სიხარულიძე (მსახიობი):  კონკრეტულ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევუერთდეთ, როცა ევროპა და ამერიკა მკაფიოდ დაგვიჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ. ამჯერად ამ ყველაფერმა შესაძლოა, უარესად გააღიზიანოს ვიღაცები.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ლი   (14.02.2018)
    ეს გამოპენტერებული მითომ მუსიკოსი ნუციკო, ხომ ხედავ და თუ ვერ ხედავ კიდევ უარესი, ერთი ტვინგადაგლესილი ქალი ხარ, დაეტიე ერთ ადგილას, ეგ კომენტარები შენთვის შეინახე, იქნებ შენს ნაშიერებს გამოადგეთ, შენს შესახებ დიდ ისტორიას, რომ დაწერენ და იტრაბახებენ უჭკუო წინაპრით! პატივისცემით ლი

    ზაზა   (10.02.2018)
    რისი თავი აქვთ ამ ჩმორებს. რუსეთზე მიაბეს ქართული ეკონომიკა. თავისუფლება ამჯერადაც კუჭზე გაიცვალა.რუსეთმა თუ ბაზარი დაკეტა, ლარი ავარდება 5-ზე.რაც ავტომატურად ნიშნავს ოცნებების მსხვრევას. ახლა თქვენთითონ იაზრეთ რას იზავენ მონები


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved