სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა წულაია
    09.02.2018

    გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალის ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა სურს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლების ეს დამოკიდებულება, სავარაუდოდ, დევნილების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის კამპანიას უკავშირდება.

    რეგიონის ინტეგრაციის მინისტრმა იოახიმ შტამპმა განაცხადა, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების კამპანიას იწყებს, რადგან რეგიონში ბევრი გაურკვეველი პერსპექტივის დევნილია.

    პოლიციის ინფორმაციით, რეგიონში დანაშაულის სტატისტიკა მკვეთრად გაზრდილია. ამ რეგიონში კი დევნილთა ბანაკებში გაურკვეველი პერსპექტივის ბევრი დევნილი ცხოვრობს, მათ შორის არიან დევნილები საქართველოდან.

    თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, ამ მოვლენებმა ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შეუქმნას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

     ირმა სოხაძე (მომღერალი): ჩემი აზრით, ეს არაა სიმპტომი, რომ ვიზალიბერალიზაციას რაიმე საფრთხე შეექმნა. გერმანია ამ მხრივ ყველაზე ფრთხილია. მისი მხრიდან ვიზალიბერალიზაციაზე ყოველთვის მეტი წინააღმდეგობა ჩანდა, მხოლოდ ჩვენი მისამართით არა, ზოგადად. მერკელი ბევრ მიგრანტს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. ახლა ალბათ, ამ ხარემ ჩათვალა, რომ აუტკივარი თავი არ აიტკიოს.

     

     გია ბურჯანაძე (მსახიობი): ვფიქრობ, რომ შეუძლია. მგონია, რომ ეს დიდი ხნის არ იქნება, რადგან ევროპაში ბევრი რამ იცვლება. საერთოდ, ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებაში ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი.

     

     

     

     ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): ვფიქრობ, რომ კი. გერმანიას ევროპაზე საკმაო გავლენა აქვს ყველა საკითხში, არა მარტო ვიზალიბერალიზაციასთან მიმართებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ საშიშია.

     

     

     

     

     რეზო მიშველაძე (მწერალი): ყოველთვის ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ვიზალიბერალიზაციას საფრთხე შექმნოდა და ერთი ნიშანი ეს ახირებული გადაწყვეტილებაა. ზოგიერთ ჩვენს მოქალაქეს კანონისადმი ცოტა აგდებული დამოკიდებულება რომ ახასიათებს, ეს ფაქტია და ამიტომ გვაფრთხილებს ასე სერიოზულად, რომ პასუხისმგებლობით მოვკიდებოდით იმ დემოკრატიულ "წყალობას", რაც დასავლეთმა გვიბოძა. შეიძლება, ამ ნაბიჯს სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ, მაგრამ უნდა იყოს რაღაც სამართლებრივი არბიტრაჟი, რომ მიზეზ-მიზეზ "დოს მარილი აკლიაზე" არ იყოს დამოკიდებული ვიზალიბერალიზაციის ბედი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved