სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ კუპატაძე
    11.05.2018

    პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, ევროპაში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან შეუპოვარი ბრძოლა, გერმანიასთან ერთად, შესაძლოა, შვედეთმა და ისლანდიამაც დაიწყოს. გერმანია კი დასაწყისია და მას აუცილებლად სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ.

    "ეს დასაწყისია. მთავარი ის არის, რომ გერმანელებმა დაიწყეს ეს პროცესი. კარგა ხანს თავს იკავებდნენ, იყო გაფრთხილებები. ჩვენი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამას სერიოზულად არ განიხილავდა. შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზე იყო შეხვედრები. როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ. გერმანიის შემდეგ ქართველებს გამოუშვებენ შვედეთიდან და ისლანდიიდან. საფრანგეთი იმდენად არა მგონია," - უთხრა ცინცაძემ "რეზონანსს".

    "მოელით თუ არა, რომ ქართველი მიგრანტების გამოძევება მასობრივ ხასიათს მიიღებს?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წევრებს მიმართა.

     ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): მე ვფიქრობ, რომ ეს არის საერთო ტენდენცია და ძალიან ცუდი ტენდენცია. არ მგონია, რომ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოებს ეს უნდოდეთ, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ მტრულად განწყობილ სახელმწიფოში - რუსეთში მილიონზე მეტი ქართველია სამუშაოდ წასული და არავის აძევებენ. ნუთუ ეს სახელმწიფოები, ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობა, საერთო ოჯახში ყოფნა გვინდა, ასე უნდა მოექცნენ ქართველ ხალს? გაჭირვება რომ არ ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და დალხენილი ცხოვრება გვქონდეს, თვითონ გავართმევდით თავს პრობლემებს და გაერთიანებისკენაც ასეთი სწრაფვა არ ექნებოდა საზოგადოებას. სწორედ იმიტომ გვინდოდა სავიზო რეჟიმის გაუქმება, რომ ადამიანებს გაიოლებოდათ ევროპაში მოხვედრა, ექსკურსიაზე და დროის სატარებლად ვისაც ფული აქვს, ყველანაირად ხვდება იქ.

     მიხეილ ღანიშაშვილი (მწერალი): კრიმინალი ვინც არის ევროპაში, ნამდვილად გამოსაძევებლები არიან; არ ვფიქრობ, რომ ქართველობის გამო აძევებდნენ ხალხს, ეს ხდება კრიმინალური ქმედებების გამო.

     

     

     ლელა ოჩიაური (პროფესორი, კინომცოდნე):ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, ევროპის ქვეყნიდან იქნება თუ სხვა ქვეყნიდან, ბუნებრივია, დეპორტს ექვემდებარებიან, მაგრამ იმ ქართველებს, რომლებიც შრომობენ, არ მგონია, ეს საშიშროება დაემუქროთ. ვფიქრობ, ქართველების გამოძევება მასობრივ ხასიათს არ მიიღებს.

     

     

     გივი სიხარულიძე (მწერალი და მსახიობი): ნათქვამია, კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო, გერმანიასა და სხვა ქვეყნებს ვერ დაადანაშაულებ, არ იქცევიან ქართველები ისე, როგორც საჭიროა. უწესოდ როდესაც იქცევი, ბუნებრივია, არ გაგაჩერებენ. ჩვენ უნდა ვეცადოთ, გავხდეთ ის ხალხი, ვისაც გამოსაძევებლად არ ექნება საქმე.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved