რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) პარ­ლა­მენ­ტთან შვილ­მოკ­ლუ­ლი მა­მე­ბის აქ­ცი­ა­ზე ვა­შინგტო­ნი­დან სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ჩა­მო­სუ­ლი ქრის­ტი­ნა პუ­შოუ მი­ვი­და. ქრის­ტი­ნა პუ­შო­უმ ზაზა სა­რა­ლი­ძე­სა და მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვილს პლე­დე­ბი, წყა­ლი და საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი გა­დას­ცა.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქრის­ტი­ნა პუ­შოუ მა­ლი­ბუ­ში (კა­ლი­ფორ­ნია, აშშ) და­ი­ბა­და, ამ­ჟა­მად კი ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რობს. იგი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა და ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას. ქრის­ტი­ნა კომ­პა­ნია Politiacl Vanguard-ში პო­ლი­ტი­კურ კონ­სულ­ტან­ტად მუ­შა­ობს.

პუ­შოუ წერს სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის ეკო­ნო­მი­კა­ზე. ასე­ვე, PR კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს პო­ლი­ტი­კო­სებს/პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს - რო­გორც ბრენ­დინ­გში, ისე კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის ლო­ბი­რე­ბა­ში.

ქრის­ტი­ნა პუ­შოუ ბა­კა­ლავ­რის ხა­რისხს ფლობს ის­ტო­რი­ა­სა და რუ­სულ ენა­ში. სწავ­ლობ­და სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. გარ­და ამი­სა, მცი­რე ხნით რუ­სეთ­შიც სწავ­ლობ­და, კერ­ძო კომ­პა­ნი­ებ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­შიც.

იგი სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­ოდ ხში­რად სტუმ­რობს. წერს ვი­დე­ობ­ლო­გებს სა­ქარ­თვე­ლო­ზე და მა­ყუ­რე­ბელს მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კის შე­ფა­სე­ბებს სთა­ვა­ზობს. აცხა­დებს, რომ მისი აზრი ყო­ველ­თვის არ ემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ებს და რომ ეს მისი კერ­ძო, ექ­სპერ­ტუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბია.

ქრის­ტი­ნა პუ­შოუ კარ­გად იც­ნობს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კას და სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას, არის ნამ­ყო­ფი აფხა­ზეთ­შიც. პუ­შოუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რია. 2017 წელს Georgia Today-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქვს სტა­ტია სა­თა­უ­რით „მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის შთა­გო­ნე­ბა", სა­დაც სა­უბ­რობს სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რო­გორც მის „მენ­ტორ­ზე", მის „ინ­სპი­რა­ცი­ა­ზე". სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქრის­ტი­ნა პუ­შო­უ­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს არა­ერ­თი ერ­თობ­ლი ფო­ტოც აქვთ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×