რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) ჩინეთის ღია პირველობის ფინალური მატჩზე ჩოგბურთელმა მსოფლიო ჩოგბურთის სუპერელიტის წარმომადგენელი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა 2 სეტში - 6:4, 6:4 და ტურნირის გამარჯვებული გახდა. მანამდე კი მსოფლიოს უძლიერეს სპორტსმენს, რაფაელ ნადალს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

"ბუნებით მზრუნველი ადამიანია. ჩვენს სანათესაოშიც ბევრს არ აქვს დალხენილი ცხოვრება და რითაც შეუძლია, ეხმარება ყველას. უკან დახევა არ იცის, ხან რით ეხმარება ადამიანებს, ხან - რით, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. ბევრმა არც იცის, რომ რა თანხასაც თამაშებზე აგროვებს, იმ თანხის 30 პროცენტი რჩება ქვეყანას, სადაც ტურნირს თამაშობს, ამას კიდევ აკლდება მწვრთვნელებისთვის განკუთნილი გადასახადი. რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს, წარმოიდგინეთ, ყველა მოთამაშეს სპონსორი ჰყავს, ის კი სპონსორის გარეშე ასპარეზობს. ბოლოს მითხრა კიდეც, რომ არ მაინტერესებს არავითარი ფული, მინდა სახელი მოვიხვეჭოო. ძალიან ბევრი რამ არის ნიკას კისერზე. გარედან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

14 წლამდე რომ მოიგო საქართველოს პირველობა, მაშინ საუკეთესო ბავშვები დააჯილდოვეს ტურნირით და საფრანგეთში გავუშვით ნიკა. იქ რამდენიმე თამაში მოიგო და წააგო ფრანგთან, როგორც თვითონ მითხრა, არასამართლიანი მსაჯობის გამო (7:6, 6:7, 7:6,). თუმცა რომ დამირეკა, სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. გამიკვირდა და ვუთხარი რა გიხარია, წააგე-მეთქი, რა და, ვილსონის სპონსორი გამომიჩნდაო, როგორც კი დამთავრდა მატჩი, ჩემთან მოვიდა, კონტრაქტი და 6 ჩოგანი მომცაო. არადა ამ ტურნირზე გაშვებული მყავდა ორად ორი ჩოგნით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გატეხილი, გატეხილი ჩოგნით სპეციალურად გავუშვი, ვუთხარი ნუ ამტვრევ ჩოგანს-თქო და ეს ამბავი რომ მომიყვა, ორივემ გავიხარეთ.

კიდევ მახსოვს, ნიკამ „ორანჯ ბოლის" ნახევარ ფინალში ითამაშა ამერიკაში, მაშინ 14 წლის იყო და რომ დავბრუნდით მაიამიში, ჩვენს ნაქირავებ სახლში, ვხედავთ, რომ ფოსტამ მოიტანა ბევრი ყუთი და თურმე, რადგან ნიკოლზმა ძალიან პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალში ითამაშა, ვილსონს გამოუგზავნია ბაბინები, ჩოგნებს რითაც ჭიმავენ. იმდენი იყო, არ ვიცოდით სად წაგვეღო. მოთამაშეებისთვის საპრიზო თანხები იყო განკუთვნილი და მის ნაცვლად გამოგვიგზავნეს, - განაცხადა მშობლები. ჯი-სთან ნიკოლოზ ბასილაშვილის მამამ, ნოდარ ბასილაშვილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×