რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) აიძულებენ თუ არა მედიკოსებს "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს ფული შესწირონ?

სალომე ზურაბიშვილს ეს კითხვა კახეთში დაუსვეს. კანდიდატმა "რუსთავი 2" - ის კორესპოდენტს აღნიშნული კითხვის გამო უსაყვედურა:

„ეს რა ფორმაა ჟურნალიზმის, არავინ არაფერს არ აიძულებს," - მიმართა ზურაბიშვილმა ჟურნალისტს.

აღსანიშნავია, რომ ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ, რომელმაც "ოცნების" მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს 20 000 ლარი შეწირა, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლას აპირებს, თუმცა ხმას სალომე ზურაბიშვილს არ მისცემს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×