რეზონანსი
08.10.2018

 (რეზონანსი) „მე არ მიმაჩნია, რომ დაოჯახება სპორტის მხრივ ხელისშემშლელია. ამ დასტაბილურებამ და შვილმა კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. იმდენად სტრესული სპორტია, რომ, როცა შინ მიდიხარ, გჭირდება რაღაც, რაც აბსოლუტურად გამოგიყვანს მდგომარეობიდან. ამაში ჩემი შვილი და ოჯახი ძალიან მეხმარება"- ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა განაცხადა."ნეკამ უპირველესად თავისი გარეგნობით მომხიბლა. შემდეგ - ხასიათით. ნელიკოსთან ურთიერთობა, საუბარი, ჩემთვის განტვირთვა იყო. მახსოვს ვღიზიანდებოდი, როცა ყველა ჩოგბურთს მიხსენებდა, ყველა მხოლოდ სპორტზე მელაპარაკებოდა. ამ დროს ნეკას სულ სხვა თემებზე გადაჰქონდა საუბარი და ამით ძალიან მეხმარებოდა.

„ჩემი თავისუფალი დრო ყოველთვის სახლს ეთმობა. როცა ლუკასი წამოიზრდება, ტურნირებზე ყველა ერთად ვივლით. საერთოდ, ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომ მთელი ოჯახი ჩართულია - ბებიაც კი. ჩემი მუდმივი მდგომარეობა ასეთია - ყველა მენატრება. ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი საქმე ეს არის. როდესაც კარიერას დავასრულებ, ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ ახლა ყველა რაღაცას თმობს, რომ ხელი შემიწყონ", - განაცხადა ნიკა ბასილაშვილმა ჟურნალ "ჰელოუ"- სთან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×