რეზონანსი
24.10.2018

 (რეზონანსი) ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალური ქსელის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

„საქმე ის კი არ არის, რა კითხვები დასვეს - საქმე ისაა, რა პასუხები წამოიღეს...

რუსეთმა ჰააგის სასამართლოში, ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატის სიტყვები ჩვენს წინააღმდეგ უკვე გამოიყენა, რა მოხდება ამ ქალს რომ პრეზიდენტის რანგში იქ დაიბარებენ და იგივეს გაიმეორებს - წარმოგიდგენიათ?

დასვა კითხვა რუსთავი 2-მა, არ უპასუხა უძინარმა, იმედმა სასწრაფოდ სხვა კითხვა დასვა, რაღაც დიდი და გაუგებარი და ბოლოს ტვ1-მა, სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ერთი წელი არ უნდა იჯდეს, იურისტებს ვკითხე და არ უნდა დაგეჭირათო...

ჯერ ერთი, ტვ1 - თუ მაგ კითხვის დასმა გსურდა, გეკითხა - რატომ არ ჩასვეს სუბელიანი დანაშაულის თანამონაწილის სტატუსით, თუ არადა, მაგ დროს, როცა ასე სურდა ჰააგის სასამართლოდან და ზურაბიშვილიდან ყურადღების გადატანა უძილოს - რა დროს ეგ იყო?

ჰააგის სასამართლოზე და ზურაბიშვილზე პასუხის გარეშე როგორ გამოხვედით გარეთ???

სამივეს უნდა გაგემეორებინათ ეგ კითხვა, ფეხზე ადგომა რომ დაგჭირვებოდათ, მაინც...

მაგრამ, რუსთავი2 - ის აყოლა არ გარგიათო - ნამძინარევმა...

ქვეყანა სიღატაკეშია ჩაფლული და ეკონომიკის ზრდაზე საუბრის უფლება მიეცით - აქაც, რუსთავი 2 -ს ხომ არ აჰყვებოდით...

აი, ეკონომიკის ზრდაზე რომ ცრუობდა უტიფრად, იქ უნდა შეგეწყვიტათ სამივეს ინტერვიუ - მაგრამ, არა, ერთმანეთს ეჯიბრებოდით, როლები გქონდათ დანაწილებულნი: მტერი, მონა და შემწყნარებელი...

ამ დროს, ოსეთმა 200 ლარამდე გაზარდა ქართველების გამოსასყიდი და ისევ ოჯახები იხდიან ამ ფულს, დღეებია აგროვებენ კაპიკ-კაპიკ...

თქვენ კი გაუპრავეთ, იქვე გაუპრავეთ ზურაბიშვილიც და ეკონომიკის გაუზრდელი ზრდაც, იმის შიშით, რომ თქვენც ისე არ დაგლაპარაკებოდათ, როგორც რუსთავი 2-ს, თქვენც ისე დაგემუქრებოდათ ადგილის მიჩენით, დაგემუქრებოდათ და არავინ ხმას არ აიმაღლებდა თქვენსავით...

კულტურა იხმარეთ?

როგორც უძინარი და ნამძინარევი გმოძღვრავდათ: - იხმარეთ კულტურა? ქართველობის, კოლეგიალობის, სიმართლის შეულამაზებლად თქმის კულტურა იხმარეთ?

გიყურებდით, ჯერ თქვენ, მერე მთელს საქართველოს და ძილში ვიპარებით უდრტვნილველად, ძილში ვიპარებით და სიზმრებიც თავის უგემური გვაქვს...

გამოძინებულ-გამოზამთრებული მიდის, გიჟი ჩემოდანს ალაგებს, ჩვენ კი ძილში ისე ვიპარებით, გაზაფხული არ გვეღირსა..." - წერს თამო კეშელავა.

 

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×