სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.12.2018

     (რეზონანსი) ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნანა ქომეთიანი ფესბუქზე შემდეგ ისტორიას ყვება. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, ერთმა ბერძენმა მოხუცმა მომვლელ ქართველ გოგონას მემკვიდრეობა დაუტოვა.

    "ღმერთო, დღეს რა სასიამოვნო ამბავი გავიგე. რა ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. ვამაყობ, რომ ქართველი გახლავართ. ერთ-ერთ ქართველ გოგონას მადლიერმა მოხუცმა უზარმაზრი მემკვიდრეობა დაუტოვა. ეს გოგონა საქართველოს უღარიბესი სოფლიდანაა და როგორც ყველა ჩვენგანი, უმუშევრობამ, გაჭირვებამ, სასოწარკვეთამ გადმოხვეწა უცხოეთში. მრავალი წელი უვლიდა უსინათლო პაპას სხვა გოგონებთან ერთად. სულ სამი იყვნენ. ორი გოგონა ბულგარეთიდან ყოფილა. დღეგამოშვებით დადიოდნენ სამსახურში.

    მოხუცს საკმაოდ უცნაური ახირებები ჰქონია. თურმე ყოველდღე ახალ-ახალ სამოსს ითხოვდა. არაფრით წინა დღის ტანსაცმელს არ იკარებდაო. მდიდრებს რას გაუგებ, უცნაურები არიანო, ამბობდნენ. სიმართლე ანდერძის გახსნის შემდეგ გაირკვა. აი, რა ეწერა ანდერძში: "დიდი მადლობა, ჩემო ანგელა, ინგა და მარია (გოგონების სახელებია) ამდენი წელი რომ მემსახურეთ, თუმცა ინგა თქვენს შორის ყველაზე პატიოსანი და ერთგული გახლდათ. ყოველთვის ვიცოდი, რომ საქართველოდან პატიოსანი, თბილი და ერთგული ადამიანები გამოდიოდნენ. ინგამ ეს დამიმტკიცა. ვაღმერთებ ქართველებს. ჩემო კარგებო, ყოველ დილით ახალ სამოსს იმიტომ გთხოვდით, რომ ჯიბეში 50-ს ხან 100 ევროს განგებ ვტოვებდი. ანგელას და მარიას არასოდეს "გაუმხელია", აი ინგა კი.

    მადლობა შენს მშობლებს, ჩემო გოგონა. მადლობა იმ ქვეყანას, სადაც შენნაირ ხალხს ზრდიან. შენ ღირსი ხარ ჩემი მემკვიდრე გახდე. დიდი ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ არსებობენ ასეთი სანდო და კეთილშობილი ადამიანები ამ სამყაროში. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა".

    პოსტს ასეულობით ადამიანის კომენტარი მოჰყვება, რომელთაგან ბევრს არც სჯერა მონათხრობის. ზოგიერთი კი ანდერძის აღსრულების არ სჯერა, რადგან მომხუცს სხვა მემკვიდრეების ეყოლება ან სახელმწიფო წაიღებს უზარმაზარ პროცენტს. მათ საპასუხოდ ნანა ქომეთიანი წერს, რომ ბერძენი ადვოკატისგან ისიც ეს ამბავი, რომელიც თავად დაესწრო ანდერძის გახსნას.

    "აქ იმდენ ქონებაზეა საუბარი 70-80 პროცენტიც რომ წაიღოს მთავრობამ, ჩვენ თანამემამულეს მაინც საკმაო რჩება. მოხუცს სხვა მემკვიდრეები არ ჰყავს. მადლიერება ყველა სიმდიდრეზე მაღლა დგას. მადლიერების ნიშნად გააკეთა ბატონმა ნიკომ ეს. სასწაულების ხდება, ჩემო პესიმისტო მეგობარო" - წერს ნანა ქომეთიანი.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (7)
    ჩაწერა სახელი
    Mari   (08.12.2018)
    გააგიჟეთ ბერძნები ანდერძები ესე ფანტონ

    nana   (08.12.2018)
    shurianebi xart qartvelebi raa daujerebeli

    ნინო   (07.12.2018)
    აჰაჰაჰა რამდენი ვიცინე კომენტარებზე :D ზღაპარი

    ამირანი   (06.12.2018)
    ნუ ფანტაზიორობთ!უნიჭოდ შეთხზული გულის ამაჩუყებელი ისტორიაა.

    პრადასავლური ღირობულობების ფანი   (06.12.2018)
    ეხლა უცებ, ეს გოგო გახდება ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე დახვეწილი, ყველაზე კეთილი, გაახსენდება უამრავ მეგობარს, მასწავლებელს და ჭკუის დამრიგებელს, იტყვიან, აი ხომ გეუბნებოდითო და ასე შემდეგ. ჩერგოლეიშვილი დაწერს მასზე რომანტიკულ პროექტს რომელსაც ერთდროულად დააფინანსებენ ჯოჯრჯ სოროსის ფონდი, ეუესეიდი, ბრიტანეთის საბჭო, გოლანდიის საელჩო, ჰერიტიჯ ფაუნდეიშნ ინტერნეიშნ და ასე შემდეგ.

    ბიძინა სამართლიანი   (06.12.2018)
    გუბაზეს არ წააკითხოთ ეს, თორე ბოღმისგან შეიზლება გასკდეს!

    Mariami   (06.12.2018)
    Daujerebeli araferia


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved