რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) ტელეკომპანია „რუსთავი 2" -ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის საშუალებით გიორგი არველაძეს მიმართავს, რომელმაც ქართველი ახალგაზრდებს უთავმოყვარეო და უტვინო ჯოგი და ნახირი უწოდა:

„ბოდიში შენთან, George Arveladze, თუ ეს მართლა შენი სიტყვებია, ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა. საუკეთესო და საამაყო ახალი თაობა გვყავს. ბევრად, ძალიან ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემი და, მაპატიე, შენი ახალგაზრდობა იყო. ბევრგან ვყოფილვარ და მიცხოვრია კიდეც. უცხოელ და ქართველ ახალგაზრდობასთან შეხება მქონია, მათ შორის, როგორც ლექტორს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ერთგან არ ყავთ ასეთი მაგრები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სტარტაპი ასჯერ უარესი ქონდათ, ვიდრე ნებისმიერ მათ კონკურენტს დასავლეთში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ბედნიერება და ნამდვილი საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდობა" - წერს ნიკა გვარამია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )