რეზონანსი
09.12.2018

 (რეზონანსი) "მის ტრანს ვარსკვლავი 2018-ის" მონაწილე კესარია აბრამიძე საერთაშორისო კონკურსის შესახებ საუბრობს. კესარია აბრამიძე აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას საქართველოს სახელით იღებდა, მანკონკურსზე მე-5 ადგილი მოიპოვა.

"საერთაშორისო კონკურსში "მის ტრანს ვარსკვლავი 2018-ში" ყველა კონკურსანტი ყვებოდა თავისი ქვეყნის ისტორიას. მეც შემეძლო მომეყოლა ჩემი ქვეყნის უმძიმესი ისტორია, რაც ჩვენთან ხდება ტრანსფობიასთან დაკავშირებით. შემეძლო მომეყოლა რომ აქ ტრანსგენდერ ქალებს კლავენ, წვავენ, ატყავებენ. ეს ყველაფერი რომ მოეყოლა ძალიან ცუდად წარმოავადგენდი ჩემს ქვეყანას. ამ შემთხვევაში, ჩემი ერთი გვირგვინის და პირველი ადგილის გამო მე, ჩემი ქვეყანა დავინდე. წარმოვაჩინე კარგად, ისიც აღვნიშნე მცირე დოზით რომ ვართ ტრადიციული ქვეყნიდან, ძალიან პროგრესულები, ლოიალური ხალხი. ძალიან კარგად წარვადგინე ჩემი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით.

მე არ მინდოდა ჩემი საქართველო მელანძღა მსოფლიოს მასშტაბით. ჩემთვის მსოფლიო იწყება საქართველოდან. მე აქ დავიბადე და გავიზადე მიუხედავად იმისა რომ დიდი კრიტიკა წამოვიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხალხი. მე არ გავლანძღე ჩემი ქვეყანა.",-განაცხადა კესარია აბრამიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )