რეზონანსი
12.12.2018

 (რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

„მიწის გაყიდვაზე მიდის ინგასთან ყაყანი.

არგუმენტი აქვთ გაყიდვის მომხრეებს ქვას გახეთქს და ბენდუქიძეს რომ საფლავში სიამოვნებით გააზმორებს!!

გავყიდოთ გავყიდოთ!!

ეკონომიურ ეფექტზე საუბრობენ - მოგება და სარგებელიო.

ანუ ამათ ტვინებში და სულში არ შედის ის, რომ ყველაფერი არ უნდა გაყიდო თუნდაც მომგებიანი იყოს.

ასეთი კატეგორიები ამათვის არ არსებობს.

ქართული სოფელი იცლებაო, ქართველი ფერმერები მიწას ვერ ამუშავებენო.

ანუ უვარგისები არიან და გაყიდონ, მაგათი ასე და ისეო..

ჯერ ეს ერთი სოფლის მეურნეობა ყველგან დოტაციურია.

ჩვენთან წლებია, ყველაფერი კეთდებოდა იმპორტიორების სასარგებლოდ მიზანმიმართულად მოსპეს სოფლის მეურნეობა და დღეს ამ გოთვერნობას არგუმენტად აფრიალებენ - არ შეუძლია ქართველ გლეხს მუშაობაო.

1) დღეს როცა გლობალური მიგრაციაა და ხალხთა დიდი გადასახლებები,

2) როცა კლიმატური ცვლილებები ჩქარდება,

3) როცა უფრო ცუდ მიწიანი და დიდ ფულიანი მეზობლები გყავს ყურისძირში ისტორიულად სულ თვალი რომ ეჭირათ ჩვენს ადგილებზე,

4) როცა აბრეშუმის გზაზე ხარ ! ჩინეთი მილიარდნახევარს უახლოვდება და სახელმწიფო პოლიტიკად აქვს მიგრაცია და თან უზარმაზარი ფინანსების მფლობელია,

5) როცა მალე წყლის დეფიციტი შეექმნება მსოფლიოს და შენ 26 000 მდინარის მქონე ხარ,

6) როცა მილიარდზე მეტი ინდოეთიც ჩინეთივით ეძებს სად გაფანტოს ჭარბი მოსახლეობა,

7) როცა მუსლიმური ქვეყნების მდიდარი და ნაკლებად მოშარიათე ოჯახები შვილებს არიდებენ მკაცრ კანონებს და ცდილობენ სხვაგან მოაკიდებინონ ფეხი,

აი, ასეთ დროს მიწა თავისუფალ გაყიდვაში გამოიტანო არის ღალატი და თანაც წარმოუდგენელი.

ხოლო მტკიცება, რომ ჩვენი გლეხები სწორი პოლიტიკის პირობებში დახმარების პროტექციის და ბაზრის გათავისუფლების შემთხვევაში ვერ შეძლებენ სოფლის მეურნეობის წარმატებით გაძღოლას არის უტიფარი და მავნებლური ლიბერალური დემაგოგია.

თქვე კაზიოლებო, კომუნისტებს რომ აგინებთ ისინი კოლექტივებით და სახელმწიფო მეურნეობებით ახერხებდნენ რესპუბლიკას სამყოფი ეწარმოებია და კიდე მოსკოვი და ლენინგრადისათვის გაეგზავნა უამრავი დასახელება.

ჯემები და მურაბები მახსოვს ათასი სახის და ამ თქვენ ნაქებ კაპიტალიზმში ვერ აამუშავებთ?

ან ის ინვესტორი იჯარით აღებულ მიწაზე ვერ იმუშავებს თუ მხოლოდ ნაყიდია ნოყიერი და ქუდბედიანი??

ეგაა გარედან დაფინანსებული პოლიტიკის და საქართველოს ხალხისაგან გამოთავისუფლების გეგმის ნაწილი.

რაც ვერ შეძლო ხრუშოვმა - ხარაშა გრუზია ბეზ გრუზინოვ

აი, ამას წარმატებით ახერხებენ დასავლეთთან სტრატეგიულ მონობაში პარტნიორობას რომ ეძახიან!

გაეროს ამ ყოვლად მავნე წარმონაქმნის მიგრაციის პროექტს ხომ შევუერთდით?

ხოდა მიწა არ უნდა გაიყიდოს?

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მაშინდელი ჯაფარიძე და გეგელია ასევე გაა****ებდნენ რას ქვია ერთი-ორი ოსური ოჯახის ჩასახლებას რომ ეწინააღმდეგებითო და უამრავ არგუმენტს მოიყვანდნენ სოლომონ ისაკიჩურს!!

ხოდა, თქვე თავფქვილებო, იმ ორიოდე ოჯახით დაიწყო და მოვიდა დღევანდელობა.

მიწას დავამუშავებინებთო ჩამოიყვანეს მაჩაბელებმა და მაჩა და გავნო დარჩა მაგათი მარტო სამაჩაბლოში

დანარჩენი იმ ორიოდე ოჯახის ნაბარტყისაა!!

ზუსტად მასეთი და უარესი პრობლემები შეექმნებათ ჩვენს შვილიშვილებს! და რავალი იქნება მილიარდიან ჩინეთს ინდოეთს და მუსლიმებს კლასტერული დასახლებები აუყარო?

მარა ან ტვინი ან ნამუსი გაქვთ რომ მიხვდეთ??

თქვენ,მარტო მოგება გესმით სხვა სარწყაული არ გაქვთ!!

თან რა მაგარი მოგებაა? გაყიდი და ერთჯერადი

მერე იმ ფულს ისევ ინვესტორს ჩაუდებ ჯიბეში პომიდორის თუ მწვანილის საყიდლად რომ მიხვალ!!

და ბოლოს, ვინ ოხრები ხართ საკონსტუტუციოს თამადობით საქართველოს მოსახლეობის დაუკითხავად რომ წყვეტს მიწის საკითხს?

რეფერენდუმი და ვნახოთ" - წერს ლევან ადეიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )