რეზონანსი
13.12.2018

 (რეზონანსი) 11 ნოემბერს ნინი შერმადინს 30 წელი შეუსრულდა. მომღერალმა დაბადების დღე კლუბში „დორსი" აღნიშნა. სადაც ბენდთან ერთად სოლო პროგრამაც შესთავაზა მეგობრებსა და კლუბის სტუმრებს. სცენაზე ნინისთვის იმღერეს აგრეთვე ნოდიკო ტატიშვილმა, სალომე ბაკურაძემ, გია ნიკოლაძემ, მარიტა როხვაძემ. 12 სათს რომ გადასცილდა, პროფილის პროდიუსერის, ნიკა ხაჩიძის დაბადების დღეც შემოვიდა, რომელიც აგრეთვე ნინის მეგობარი გახლავთ და წვეულებაზეც შესაბამისად სტუმრის სტატუსით იყო მოპატიჟებული.

წლების წინ ნინის და ნიკას რომანის შესახებაც საუბრობდნენ. ამის მიზეზი ერთ-ერთი ინტერნეტპორტალი გახდა, რომელმაც ნინისა და ნიკას ფოტო გამოაქვეყნა სათაურით, - „ნინი შერმადინი ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გაუმიჯნურდა". სწორედ ამ თემაზე იხუმრა სცენიდან ნიკოლოზმა, ფეხბურთზე რომ არ შევსულიყავი, ჩვენ ერთმანეთს ვერც გავიცნობდითო. რომანის რა გითხრა, მაგრამ ძალიან რომ მიყვარხარ, ამას საჯაროდ ვაღიარებო, უპასუხა ნინიმ.

 

"პრაიმტაიმი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )