(რეზონანსი) უსახლკარო კაცს, ცეზარს, საავადმყოფოში მკურნალობის დროს მისაღებში 4 ძაღლი ელოდებოდა.
"უბრალო ადამიანს სიმდიდრის გარეშე, ადამიანს, რომელსაც შიმშილის, სიცივის, ტკივილის დასამარცხებლად სხვა ადამიანების დახმარება სჭირდება, ელოდებოდნენ საუკეთესო კომპანიონები საავადმყოფოს კარში", - დაწერა ექიმმა.ძაღლები ღამის მორიგე ექიმმა კრის მამპრინმა ნახა.
შემთხვევა ბრაზილიის ქალაქ, სანტა კატარინას საავადმყოფოში მოხდა. როდესაც კრისმა აღმოაჩინა, რომ ძაღლების ჯგუფი მის პაციენტთან იყო მისული, ძაღლებს საჭმელი აჭამა და მისაღებში შეიყვანა.
საბოლოოდ, ძაღლები ცეზარს შეხვდნენ და საავადმყოფო მასთან ერთად დატოვეს.