რეზონანსი
20.12.2018

 “როცა ჩემზე ლაპარაკობს, ავიწყდება ის ფაქტი, რომ ამას მილიონობით ადამიანი ისმენს”  - განაცხადა მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ. საქმე ეხება ჟურნალისტ გიორგი გაბუნუნიას მიერ გაკეთებულ განცახდებას, რომ თითქოს სოფო ნიჟარაძე ორსულად არის და ის “მხოლოდ ქათულის”  კონცერტებს ვერ დაესწრებოდა.

"ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მე ვყავარ ამოჩემებული. თუმცა, ხანდახან ისეთ ზღვარს გადასცდება ხოლმე, რომ ალბათ ჰგონია, სამზარეულოში ვსხედვართ და იქ ვსაუბრობთ. როცა ჩემზე ლაპარაკობს, ავიწყდება ის ფაქტი, რომ ამას მილიონობით ადამიანი ისმენს.

სამზარეულოში ვიჯექი, როცა გიორგის ვუყურებდი “შუადღის” ეთერში. ეს რომ თქვა, ყავა გადამცდა, შოკში ჩავვარდი, არ ვიცოდი გამცინებოდა თუ გავბრაზებოდი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ კარგად ვიცი გიორგის ტიპაჟი, უბრალოდ ვერ გავბრაზდი" - აღნიშნა "სარკესთან" ნიჟარაძემ.

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×