რეზონანსი
26.12.2018

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ემიგრანტებს სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. სავარაუდოდ, საქართველოში მყოფ თანაგუნდელებზე იმედგაცრუებული ექს-პრეზიდენტი მხრდამჭერებს უცხოეთში დაეძებს და ახალ მოძრაობას - „ერთად სახლში" - აანონსებს.

სააკაშვილი საქართველოში ემიგრანტების აზვირთებული ტალღით ჩამოსვლას გეგმავს.

ყოფილი პრეზიდენტის დაპირებებს, მსახიობი თემურ გვალია "ფეისბუქის" გვერდზე სარკასტული პოსტით ეხმაურება:

"გამაჟრიალა და რაღაცნაირად გული დამწყდა "ნაციონალი" ემიგრანტი რომ არა ვარ... გაზაფხულამდე დრო გვაქვს. აი, მერე არ ვიცი თუ გადავრჩებით... "ქარიშხალა" მოემართება ჩვენსკენ, პატარ-პატარა "ორპირებთან" ერთად" , - წერს გვალია, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: - "ქართველი "მატროსოვი" "მატროსოვზე" ბრუნდება".

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ამაზეა ზუსტად... აშკარად მწვავე ფსიქოზთან გვაქვს საქმე..."

(მარშალპრესი)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×