სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    09.01.2019

    თუ ვისგან იღებს ძვირფას საჩუქრებს და როგორ განიახლა გარდერობი თუ გარეგნობა, ია ფარულავა ამის შესახებ “სარკეს” ესაუბრა:

    "ალბათ მთელმა თბილისმა იცის, რომ საკუთარ თავზე ბევრს ვზრუნავ, დღე არ გავა, რომ სალონში არ მივიდე. ვიღაცისთვის ეს ფუფუნებაა, მაგრამ ჩემთვის ცხოვრების წესია, სალონში რომ არ წავიდე, დეპრესია დამემართება. შუბლი ახალი ჩაბოტოქსებული მაქვს და ძალიან კარგი ეფექტია. მეზოთერაპიას არ ვიკეთებ იმიტომ, რომ ნემსები შემძულდა და ძირითადად ნიღბებზე ვარ გადასული.

    ბევრს ჰგონია, რომ ტუჩები მაქვს გაკეთებული, მაგრამ – არა. რამდენიმე წელია აღარ ვირუჯები, ვიყენებ ავტორუჯს, რომელიც ეფექტურია ეკრანზე, თუმცა ახლოდან ვინც დამაკვირდება, ხვდება, რომ ძალიან აჭრელებული ვარ. მაინც ასე მირჩევნია.

    ძვირფას საჩუქრებს  მეგობრები მჩუქნიან. გერმანიაში მყავს ერთი მეგობარი, მაკა, რომელიც სულ მანებივრებს “გუჩის” ძვირფასი საჩუქრებით.

     სადღა არიან ისეთი მამაკაცები, რომლებიც ძვირფას საჩუქრებს ჩუქნიან ქალებს?! აღარ მჭირდება ასეთი მამაკაცი! თვითონ მაქვს იმის საშუალება, რომ რაც მინდა, ვიყიდო. ამას ემატება მეგობრებისგან განებივრება", - ამბობს ია ფარულავა.

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved