რეზონანსი
23.01.2019

 (რეზონანსი) "ზოგადად ასეა, ყველა თავისი გადმოსახედიდან აფასებს მოვლენებს. ქალი ჩვეულებრივი ამბავია (ყველა გასაუპატიურებელიაო). ჰოდა, ამიტომ მივადექი კაცებსო...", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომელმაც ემიგრანტებთან შეხვიდრისას განაცხადა:

"ყველა ადამიანს შეუძლია დაუშვას შეცდომა... რა თქმა უნდა მე, 2012-ში არ მჭირდებოდა გამოკითხვები, გამოკითხვებში 80% მქონდა მხარდაჭერა, ვიგებდით არჩევნებს რაღაც დიდი უპირატესობით. ხალხის თვალებში ვხედავდით, რომ წაგებული გვქონდა. მე კარგად ვიცნობ ჩვენს ხალხს, დაბნეულობა და დიდი ცდუნება იყო ფულით.

რუსებმა ჩვენი ფსიქოლოგია კარგად შეისწავლეს... ქალის გაუპატიურება ქართველებისთვის არ არის დიდი პრობლემა, კაცის გაუპატიურება დიდი პრობლემაა, შექმნეს მითი კაცების მასობრივ გაუპატიურებაზე, ბავშვი ჩაახრჩვეს ქვევრში. იცოდნენ რას ნიშნავს ადამიანებისთვის ბავშვი, ქვევრი, ღვინო. ყველაფერი ზუსტად გათვლილი ჰქონდათ", - განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-შიემიგრანტებთან შეხვედრისას.

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )