რეზონანსი
24.01.2019

 (რეზონანსი) ისტორიკოსი გუგა სამხარაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ პოსტს აქვეყნებს:

„რას ვიფიქრებდი, თუ ოდესმე ამას დავწერდი, მაგრამ...ვიცი, ბევრი თქვენგანი არ დამეთანხმება, ბევრიც ჩემზე იფიქრებს - მთლად გაუფრენიაო. მოკლედ, ბოლო დღეებში ერთი ამბავია ატეხილი ვაკის პარკში დაწყებულ მშენებლობასთან დაკავშირებით. დღევანდელი მერი ამბობს - ნებართვა უგულავას დროს არის გაცემული, იურიდიულად ყველაფერი წესრიგშია და თქვენი (საზოგადოების) თანადგომის გარეშე მშენებლობის შეჩერებას ვერ შევძლებო. უგულავამ : "ვაღიარებ, ნებართვა არ უნდა გამეცა, მაგრამ გავეცი და ახლა რაღა გაეწყობაო"...ანუ, ყველა (მშენებლის გარდა) აღიარებს, რომ მშენებლობა დაუშვებელია, მაგრამ დასძენს, რომ იურიდიულად შედავება ძნელია და " რა გაეწყობა". ჰოდა, სწორედ ამიტომ (და არა მხოლოდ ამიტომ) მიჩნდება განცდა, რომ საქართველოს სჭირდება მტკიცე ხელის მქონე, თუნდაც დიქტატორული ტიპის მმართველი (საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ნამდვილად მოყვარული, მის მომავალზე ნამდვილად მზრუნველი და არა სააკაშვილის მსგავსი შიზოიდი), რომელიც საერთოდ არ ჩახედავდა არავითარ კოდექსებს, დაიბარებდა იმ ვიღაც ბიზნესმენს, უგულავას გაცემულ ნებართვას მიატანინებდა, უბოდიშოდ გადაახევდა თავზე და სულ ფეხებზე დაიკიდებდა, რას იტყოდნენ ამის შესახებ დასავლეთ-აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ-სამხრეთში...სტალინს ვეღარ გავაცოცხლებთ და ბელორუსებს რომ დაველაპარაკოთ, ნეტავ ,ცოტა ხნით, ლუკაშენკოს ვერ გვათხოვებენ? აჩვენებდა ამათ "რა გაეწყობას"- წერს გუგა სამხარაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )