რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი თამო კეშელავა Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

ესპანეთში იმიტომ კი არ მოჭრეს მთა ბავშვის გადასარჩენად, რომ მაგარი მთავრობა ჰყავს ესპანეთს...

ასე რომ არ მოქცეულიყო მთავრობა, დედას უტირებდნენ და იმიტომ მოიჭრა მთა ...

სპეციალისტებიო, არ დამიწყოთ, ჩვენთან სპეციალისტები არ უნდათ, ჩვენთან გამოძახებაზე მოსული ექიმის თვალწინ ოჯახის მეორე წევრი თუ წაიქცა, დახმარების უფლება არა აქვს - მოხსნიან. პროფესიონალი ამ პირობებით არ იმუშავებს...

4 წლის გოგო ჯერ მოკლა სახელმწიფომ, მერე პროზექტურიდან იმ ადამიანებს გაატანა, ვინც ბავშვის ცემას მშვიდად უყურებდა, გაატანა კასპში, სადაც საფლავიც კი დაკავებული დახვდა...

უცრემლოდ, უტაძროდ, გლოვის დღის გარეშე!

ეს უნდა ყოფილიყო გლოვის დღე, სახელმწიფოს მიერ მოკლული გოგოს გლოვის დღე!

ამას არ აპატიებდა ესპანეთი მთავრობას!

ჩვენ კი ვაკის პარკი გადავარჩინეთ სასტუმროდან, როგორც ოდესღაც ქალაქი სითი პარკისგან და გვიხარია...

გამგები გაიგებს, ვინც ვერ გაიგებს, გვერდი ამიაროს, გინდ მარცხნიდან, გინდ მარჯვნიდან - ამ თემაზე განსხვავებულ აზრს არ მივიღებ!

არ არსებობს ბუნებაში სხვა აზრი ამ თემაზე!

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )