რეზონანსი
27.01.2019

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში შეუდარებელი იუმორითა და მხიარული ისტორიებით ცნობილი ნინო ახობაძე ფეისბუქის პირად გვერდზე მორიგ სახალისო ისტორიას იხსენებს:

„დაახლოებით ათი წლის წინ, ოქრუაშვილმა ჩვენი სამხედრო ჰოსპიტალი რომ დაშალა და გორში წაიღო, ბიზნესვუმენობა განვიზრახე და კიდეც გავაკეთეთ მე და ჩემმა დამ აღმაშენებელზე ჩვენი საკუთარი ბავშვთა გასართობი ცენტრი. "ლიმპოპო" ერქვა... ჩემებს კი გახსოვთ...

შუქი მთლად სანდო არ იყო იმ პერიოდში და "დვიჟოკიც" შევიძინეთ...

ნუ, რა კურიოზი არ გადამხდენია ცხოვრებაში და ბევრი აქაც მომიყოლია თქვენთვის, მარა რაც იმ "დაწესებულებაში" ხდებოდა, ამას წიგნად თუ გამოვცემ ოდესმე....

ხოოოდა

ერთ საღამოსაც გაგანია დაბადების დღე მიმდინარეობს ვიღაც ბავშვის და შემოდის ახალგაზრდა, კარგად ჩაცმული კაცი. შეკვეთის მიცემა მინდაო. ადმინისტრატორი გასულია დარბაზში, ნაზად გავუღიმე (კლიენტია რაა) და დავიწყე ალილუიასავით გაზეპირებული ტექსტი... ისიც რაღაცეებს მეკითხება, ნუ როგორც ხდება ხოლმე. არაფერი საეჭვო. უცებ, შუა ქაქანში რომ ვარ და მენიუს ვუყვები, ტელეფონმა დაურეკა, გამაჩერა და მომიბოდიშა -გარეთ გავალ, მანქანა მყავს ცუდათ გაჩერებული და 2 წუთში შემოვალ, თქვენ კიდევ იფიქრეთ-რისი შემოთავაზება შეგიძლიათო. გავიდა...

დაა არასოდეს აღარ შემობრუნდა. თურმე, სანამ ეს მე მაბოლებს, ეზოდან ამისი ძმობილები ჩემ "დვიჟოკს" იპარავენ. ცოტა ხანში ეზოში რომ გავიხედე და ცარიელი ადგილი დავინახე, აი ის დამემართა, მკრტიჩიანს რო ემართება "მიმინოში"

გამოვიტირეთ ჩვენი დვიჟოკი და გავიდა რამოდენიმე თვე....

შემოდის კაცი, დაბადების დღის გადახდა მინდა შვილისთვისო. ტოჟე გამოწკეპილია. დავაღე ისევ პირი და ვყვებიი... ამ დროს მეუბნება-"უკაცრავად, გავალ ერთი წუთით, მგონი მანქანა ცუდათ მყავს გაჩერებული და შემოვბრუნდებიო"...

როოო ვწვდი საყელოშიიიიიიიიი.......

ხო ვერ გამომაცალეს ხელიდან!!!!!!

სუ ქურდი და დამპალი ვეძახე!!!! თან ანდაზებს ვიშველიებდი-"შენი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოვიცვალე-თქო"... გაგიჟდა კაცი!!!!! დაბადების დღე კი არა, კინაღამ დაგვხურეს, პარლამენტარის ქმარი აღმოჩნდა!!

მენატრება "ლიმპოპო" და იქაური ისტორიები" - წერს ნინო ახობაძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )