სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) რუსთავში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გზირიშვილი, "ფორტუნასთან" აცხადებს, რომ გუშინ მომხდარი მკვლელობა ქვეყანაში არასწორად მოქმედი უწყებების კისერზეა.

    გზირიშვილი ყვება, რომ 13 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული, მანამდე მეუღლესაც ემუქრებოდა და გუშინ სხვაც რომ ყოფილიყო სახლში, მათაც გაუსწორდებოდა.

    "13 წლის გოგა, დღეს ცოცხალი იქნებოდა ამ ქვეყანაში წესიერად რომ ფუნქციონირებდეს, შსს და ჯანდაცვის სამინისტრო!

    ამ უწყებების კისერზეა, ანგელოზის 12 ჭრილობა რომელმაც სიცოცხლე დაუსრულა!

    ჩემს მეგობრებს, ბიძა რომელმაც მოკლა თავისი ძმისშვილი, მიყვანილი ყავდათ წინა დღეს სამედიცინო დაწესებულებაში და რეაგირება იყო ნული, თუ 3000 ლარის წინასწარ მოთხოვნას არ ჩავთვლით ფსიქიატრიულიდან.

    მისი მეზობლებიც და მეუღლეც მოითხოვდნენ რომ რეაგირება ყოფილიყო, იხვეწევოდნენ დაგვხოცავს ყველას, რამე ქენითო. მეუღლემ ღამე თავზე დანით დამადგა უკვე რამდენჯერმეო.

    მამა წინა დღეს ცემა.

    სახლში რომ ყოფილიყო ვინმე, ბავშვის ბედს გაიზიარებდა.პოლიციელები პირად საუბარში ამბობენ, რომ ფსიქიატრიულში ბევრჯერ დაეზარათ დამატებითი საქმე და არ მიიღეს ადრეც ბევრი პაციენტი, უბრალოდ ასეთი შედეგი არ მოჰყოლიაო.

    მკვლელობის შემდეგ, ფანჯარაში შეშლილი თვალებით გამოვიდა და ყვიროდა ყველას დაგხოცავთ, ეს უკვე "დავბრიდეო", 12 ჭრილობა სიამაყით მიაყენა ანგელოზივით ბავშვს. (ფსიქიკური აშლილობის დროს)

    ყველაფერს გავაკეთებ, რომ თითოეული პირი, ვისმა გულგრილობამაც ეს შედეგი მოგვიტანა, დაისაჯოს!!!

    მიმიფურთხებია ასეთი სახელმწიფოსთვის!

    მორგია, ქვეყანა კი არა.

    პ.ს : იმედია გაიღვიძებთ!" - აცხადებს გიორგი გზირიშვილი "ფორტუნასთან".

     

    fortuna.ge

    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Eka   (11.02.2019)
    Sruliad simartles saubrobt.magram simartlis dadgenas tu shrzlebt ar mgonia .saqartveloshi rtulia simartlm gaimarjvos.tqven yvelas gverdshi dgoma gchirdebat.sxva shemtxvevashi.axla sxvis ojaxebs moelis aseti sashinelebebi samcuxarod.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×