სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    11.02.2019

     (რეზონანსი) გადაცემა "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი, კარგად არის და ძველებურად აგრძელებს მუშაობას. როგორც "2020NEWS"-ს გადაცემის პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ უთხრა, მაია ასათიანი თავს კარგად გრძნობს და გადაცემების ჩაწერები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

    "სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, მაია მუშაობას ვერ აგრძელებს და გადაცემების ჩაწერები შეწყდა", - აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში "პროფილის" პროდიუსერმა.

    თოქ შოუ "პროფილის" წამყვანი მაია ასათიანი გასულ კვირას საავადმყოფოში მოხვდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ასათიანი გულის მძიმე შეტევით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი კვლევა და მკურნალობა ჩაუტარდა.

    "ცოცხალი ვარ! კარგად ვარ! დღეს კლინიკიდან მწერენ. დიახ სიცოცხლეს ვაგრძელებ", - წერდა სოციალურ ქსელში მაია ასათიანი.

     

    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved