რეზონანსი
05.03.2019

 ყოფილი ტელეწამყვანი, ბიზნესლედი ხატია სიჭინავა, სკოლებში სექსუალური განათლების მომხრეებს სოციალური ქსელის მეშვეობით ასე მიმართავს:

“ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, მე ვარ იმ ასაკში , რომ დროს ვეღარ ვეწევი, თუ მართლა გლობალურად ცდილობენ შვილები მწყობრიდან გამოგვიყვანონ?! სკოლის პროგრამიდან ამოიღეს იაკობ გოგებაშვილი და ჩაანაცვლეს გაურკვეველი წიგნებით, შემდეგ ამოიღეს  რელიგია და ვერ ხვდებიან რატომ იმატა და გადაამეტა უკვე თინეიჯერების სუიციდმა ზღვარს, ბავშვს რომელსაც არც ღმერთის რიდი აქვს და არც არაფრის არსებობის სჯერა, რომელსაც საკუთარი გაუგებარი უფლებები მიანიჭე და მშობლის როლი შეზღუდე, როგორ უნდა ასწავლო რა არის კარგი და რა ცუდი.

ახლა იპოვეს რა აკლდათ თურმე სისტემაში! და აი ისიც! სექსუალური განათლება! ვაი თქვენს პატრონს!

დანარჩენი მოგვარებული გაქვთ განათლების სისტემაში! სუიციდი მოზარდებში თქვენი პრობლემა არ არის და სასქესო ორგანოების სახელები და პრეზერვატივების ჩამოცმის ცოდნა აამაღლებს ჩვენი შვილების IQ-ს?

ვინ ხართ საიდან მოხვედით ესეთი დეგრადირებული, რომ საკუთარი თავები არ გყოფნით, ეხლა მომავალი თაობის დეგრადირება გინდათ! არანაირი პრობლემა არ შექმნია ჩვენს თაობას, რომელსაც რეზინების ჩამოცმას არ გვასწავლიდნენ და დღევანდელი გადმოსახედიდან, ნეტავ თქვენი მშობლებისთვის ესწავლებინათ ეგ!" – წერს სიჭინავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×